ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა

ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვარამდენიმე წუთის წინ „ომეგა ჯგუფის” შემადგენლობაში შემავალი კომპანიების დირექტორები ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციიდან სამინისტროს შენობაში შევიდნენ და უწყების პირველ პირთან შეხვედრა მოითხოვეს. შესაბამისი მოთხოვნით მათ სამინისტროს კანცელარიას მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ.

„ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ხუთკაციანი მუშა ჯგუფი, იმ თხოვნით, რომ დაიშვას საშვი და ფინანსთა მინისტრმა მიგვიღოს იმ საკითხებზე სასაუბროდ, რისთვისაც ეს აქცია იყო. უნდა იყოს მოცემული იმის საშუალება, რომ ფაბრიკამ სრულფასოვნად იმუშაოს, აქციზური მარკები უნდა იყოს გაცემული, შესაბამისად, უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციაზე, რონელიც ითვალისწინებს გაწერილი გეგმის მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას და ამის დაფარვას ჩვენ ვაპირებთ, უბრალოდ უნდა მოგვეცეს საშუალება იმისა, ომ დავიწყოთ მუშაობა”, – განაცხადა „ოჯითის” დირექტორმა ნიკოლოზ ასანიძემ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ფინანსური პრობლემები ხელოვნურად არის შექმნილი და ამის გამო 1500-მდე დასაქმებული მესამე თვეა მუშაობას ვერ ახერხებს.

სამინისტროსთან შეკრებილები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმოკლეს ვადებში მოგვარდეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით შექმნილი პრობლემები.

იმედინიუსი