ომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ სჯეროდეს მმართველი გუნდი ჩართულია სისტემურ კორუფციაში, ის ამ გუნდის წევრი არ იქნებოდა: “მე რომ მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, “ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნებოდი და უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს ასე არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. […]
კატეგორია: პოლიტიკა
„პრემიერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა ეთქვა ის, რაც თქვა“ – სამადაშვილი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაერო-ში – პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო. „იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ […]
მამუკა ბახტაძე რუსეთს – “გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან” – პრემიერი გაეროში სიტყვით გამოვიდა
მივმართავ რუსეთის ფედერაციას, შეასრულეთ ნაკისრი და ხელმოწერილი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანეთ თქვენი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან გააკეთა. გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საქართველო ცდილობს, აქტიურად გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. “თუმცა, ჩვენი მცდელობა მოლაპარაკების მაგიდასთან დღემდე რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელ და ყოვლად მიუღებელ […]
თინა ხიდაშელი – „მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატობა მთლიანად ივანიშვილის ინიციატივა იყო – ირაკლი კობახიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზული საქმეა“
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი თინა ხიდაშელი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხმაურიან განცხადებებს აფასებს და უახლოეს წარსულს იხსენებს. “აიღეთ 2007-2008-2009 წლები. ყველაზე მწვავე წლები. აიღეთ ერთი ფრაზა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა თქვა. 2011-12 წლებში, როდესაც “მაესტროზე” ნაცმოძრაობამ გავლენა მოიპოვა, მათ შექმნეს გარე ექსპერტების ერთგვარი სია, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი გარე […]
“კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა იმდენი რამე იციან, ხელს ვერავინ მოკიდებს”
რით განსხვავდება დღევანდელობა 90-იანი წლებისგან, ვისი მითითებით ახევენ ბიზნესმენებს ფულებს, ვის ინტერესებშია არეულობა, რატომ არ სთხოვენ პასუხს კორუმპირებულ ჩინოსნებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანობა და დემოკრატიის პრინციპების” ხელმძღვანელი ჯელალ ქიქავა ესაუბრება. ჯელალ ქიქავა: – ბოლო პერიოდი სულ იმას ვამტკიცებ, რომ თბილისი კორუფციის დედაქალაქად გადაიქცა. თბილისთან ერთად კორუფციის ჭაობში ჩაიძირა მთელი საქართველო. სანთლითაც […]
ნუკრი ქანთარია – “მერაბიშვილის შეწყალება მარგველაშვილმა არ უნდა გაბედოს! – მარიხუანის კანონპროექტის გაწვევას წინ არაფერი უდგას”
“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზის შესახებ საუბრობს. – ბატონო ნუკრი, ამბობენ, რომ გიორგი კვირიკაშვილი კანაფის პლანტაციების გაშენების კანონპროექტს შეეწირა. თითქოს ყოფილმა პრემიერმა თქვა, სანამ მე ვარ პრემიერი, ეს თემა დახურულიაო. თქვენ თუ გსმენიათ მსგავსი რამე გუნდის შიგნით? – არა, არა, მე ნამდვილად არ მსმენია ამის შესახებ. რომ […]
ირაკლი კობახიძე – ”სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს”
”ჩვენი შიდა კვლევით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანაა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და “ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჯამში ხმათა 27%-ზე მეტი ვერ აიღონ. „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე კანდიდატმა ერთად 2017 წლის არჩევნებში 27% აიღო. მანამდე, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ 27% აიღო […]
დავით სერგეენკოს ძმა კალაძემ მერიაში დაასაქმა
საკრებულოს დეპუტატმა, ნაციონალური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მინისტრ სერგეენკოს ძმა მერიაში დაასაქმეს. – კახი კალაძემ დავით სერგეენკოს ძმა დაასაქმა თბილისის მერიაში და 3. 000 ლარი ანაზღაურებაც დაუნიშნა. მარტის თვიდან დღემდე ბიუჯეტმა მინისტრის ძმას 20.000 ლარი გადაუხადა, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
“პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს და პრობლემურია” – ნაცვლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ ,,შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებების, რომლის მიხედვითაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ – თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანაშრომლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფხთოებაზე. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანების უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცნობს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას […]
შეწყალების კომისიას ვანო მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ”, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 111 პირი. რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.









