საკრებულოს დეპუტატმა, ნაციონალური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მინისტრ სერგეენკოს ძმა მერიაში დაასაქმეს.
– კახი კალაძემ დავით სერგეენკოს ძმა დაასაქმა თბილისის მერიაში და 3. 000 ლარი ანაზღაურებაც დაუნიშნა.
მარტის თვიდან დღემდე ბიუჯეტმა მინისტრის ძმას 20.000 ლარი გადაუხადა, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

