კატეგორია: პოლიტიკა

”ტყუილია, რომ ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს” – რას აცხადებენ ”ქართულ ოცნებაში”

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის სახელით, ყალბი მისამართიდან ვრცელდება ცრუ ინფორმაცია ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ. ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. “ქართული ოცნების“ პრესსამსახური აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მოუწოდებს მედიასაშუალებებს, ნუ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას. „ინტერპრესნიუსმა“ დღეს ელექტრონული ფოსტით მიიღო თითქოსდა ირაკლი კობახიძის […]

მამუკა გვაძაბია – “ჩვენ აფხაზეთი მხოლოდ დროებით დავტოვეთ”

დამოუკიდებელი ექსპერტი, აფხაზეთიდან დევნილი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობას” სოხუმის დაცემასა და მთლიანად აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის დაკარგვის სამწუხარო ფაქტზე და მისგან გამომდინარე შედეგებზე ესაუბრა. – ბატონო მამუკა, 1993 წლის 27-30 სექტემბრის დღეები ძალიან მძიმე იყო და არის ქვეყნისთვის და პირადად თქვენთვისაც. – აფხაზეთის ტრაგედია ყველაზე და ყველაფერზე აისახა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 30 სექტემბერს […]

სოხუმში შევარდნაძის დაკავება იგეგმებოდა, მაგრამ არძინბამ ოპერაცია შეაჩერა

სექტემბრის ბოლო დეკადა ოკუპირებულ აფხაზეთში ომში “გამარჯვების” ზეიმებს ეძღვნება. წელს აფხაზეთის მოვლენების 25 წლისთავია. ამის გამო ღონისძიებების რაოდენობა გაიზარდა. ამ დღეებში აფხაზეთის ძალოვნებმა უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი შემოიღეს. ძალოვნების მთელი შემადგენლობა სოხუმშია მობილიზებული. გამკაცრებულია მიმოსვლა ენგურსა და ფსოუზე. ენგურზე ხალხს მხოლოდ განსაკუთრებული საშვებით ატარებენ. საგანგებო საშვები დაიშვება იმათთვის, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰარი […]

უჩა ნანუაშვილი – „რუსთაველზე პროცესები შეიძლება უმართავი გახდეს“

უფრო და უფრო იძაბება ვითარება შვილმოკლული მამების ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე. შვილმოკლული მამები, რომლებიც სამართლებრივი მიმართულებით კონკრეტულ შედეგს ითხოვენ, აქციას მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, რამაც ვითარების დაძაბვა გამოიწვია, იყო დაპირისპირებაც. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციაზე პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. არის თუ არა უმართავი პროცესის საფრთხე და რა პარალელები […]

მამუკა არეშიძე – “მამუკა ბახტაძე მარიონეტი არ მგონია” – რაზე ისაუბრეს პრემიერმა და ექსპერტებმა აგვისტოს დასაწყისში

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. – ბატონო მამუკა, პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად არის გაკოტრებული. შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებმა ეს დაამტკიცოს ან უარყოს? – პოლიტიკის მიმართ ზოგადად ნიჰილისტური განწყობები საზოგადოებაში არსებობს. თუმცა, გაკოტრებული ძალიან მკვახე ნათქვამია. ეს ნიშნავს, რომ არც ერთს და არც მეორეს რესურსი არ […]

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა დაიწყო

გაერთიანების „ძალა ერთობაშია” ლიდერების მოწოდებით, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ფილარმონიაში შეკრებილებმა პარლამენტის შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა. რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზა საპატრულო პოლიციამ ნაწილობრივ უკვე გადაკეტა. საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერად შეკრებილ საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად წასულიყვნენ. „შვილმკვდარი მამები მოვიდნენ ჩვენთან, გვთხოვეს მხარდაჭერა. ჩვენ აქამდეც მხარს ვუჭერდით მათ, მაგრამ ახლა გვინდა გთხოვოთ. […]

სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს – ”ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე”

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა განცხადება ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია არაევროპულია და მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები კეთდება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპონენტებთან დებატები ნეიტრალურ სივრცეში უნდა შედგეს. „გადავწყვიტე ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ ამ დებატებზე, მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა მე […]

“ქართულ ოცნებას” უკვე ყველაფერი ერთბაშად აუფეთქდა”

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ოპოზიცია ვერ იყენებს ხელისუფლების მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებს. ამ და სხვა თემებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას. შოთა მალაშხია: – ხელისუფლების შეცდომები მარტო უხეში კი არა, დანაშაულებრივია. ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ყველას ერთად კრავს. რამდენიმე საკითხმა ერი და ბერი გააერთიანა. “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსვლებიდან გამომდინარე, […]

სოსო ცინცაძე – “მერაბიშვილის შეწყალება ჭკვიანური ნაბიჯი იქნება”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ვანო მერაბიშვილის ავადმყოფობის ირგვლივ კვლავ გაურკვევლობაა. უდოს კომისია განიხილავს მის ვადამდე გამოშვების საკითხს. ასევე ნაციონალური მოძრაობა, ადვოკატები პრეზიდენტ მარგველაშვილისგან ითხოვენ შეწყალებას. რამდენად წავა ამაზე მარგველაშვილი? – არა, პრეზიდენტი მარგველაშვილი მერაბიშვილს არ შეიწყალებს. ისე, რასაკვირველია, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ნებისმიერი პატიმრის შეწყალება დიდსულოვნების საკითხია. […]

რომან კაკულია ”ომეგას” საქმეზე – ”არ ვისურვებდი, ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ”

მე ნამდვილად არ ვისურვებდი, ვიყო იმ გუნდის წევრი, სადაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთ ზეწოლას განახორციელებენ – ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა რომან კაკულიამ გააკეთა. კაკულია ტელეკომპანია “იბერიას” და “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და იმ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების სახელით ბიზნესზე ზეწოლა ხორციელდება. კერძოდ; საქმე ეხება ბიზნეს წილების გადანაწილებას და […]