„მე რომ მჯეროდეს, ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, “ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნებოდი“ – ზოიძე

„მე რომ მჯეროდეს, ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, “ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნებოდი“ - ზოიძეომეგა ჯგუფის“ სკანდალური საქმე – „ქართული ოცნების“ დეპუტატი აკაკი ზოიძე განვითარებულ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ სჯეროდეს მმართველი გუნდი ჩართულია სისტემურ კორუფციაში, ის ამ გუნდის წევრი არ იქნებოდა:

“მე რომ მჯეროდეს, რომ ხელისუფლება ჩართულია სისტემურ კორუფციაში, “ქართული ოცნების“ წევრი არ ვიქნებოდი და უფლებამოსილებას მაშინვე მოვიხსნიდი, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ ეს ასე არ არის. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩემი აზრით, გამოძიება სწრაფად ჩატარდება. შედეგები გვაჩვენებს, რომ როგორც მოსალოდნელია, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გადასახედებისგან თავის არიდების და ამ ფაქტის გადაფარვის მცდელობას“, – აღნიშნა ზოიძემ.