„ეს სირცხვილია“ – პუტინისგან დაფინანსებული მედიაფორუმის ქართველ ორგანიზატორი საპროტესტო აქციაზე

„ეს სირცხვილია“ - პუტინისგან დაფინანსებული მედიაფორუმის ქართველ ორგანიზატორი საპროტესტო აქციაზეპუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ქართველი ორგანიზატორი, ეკა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ ეს მედიაფორუმი საქართველოში მეოთხე წელია იმართება, მაგრამ ამას პროტესტი არასოდეს მოჰყოლია.

„აქ არიან თქვენი კოლეგები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც გაოცებულები უყურებენ დღეს საქართველოში რაც ხდება, რაც ძალიან დიდი სირცხვილია. წელს რა მოხდა და რატომ მოჰყვა ამას. ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. დეზინფორმაციაზე არ არის აქ პროფესიონალიზმზეა საუბარი. აქ არ არის საუბარი პროპაგანდაზე, აქ არის აზრთა გაცვლა-გამოცვლა“- განაცხადა ნასყიდაშვილმა.

შეგახსენებთ: სასტუმრო „ვერე პალასთან,“ სადაც კრემლის დაფინანსებით რუსული მედიაფორუმი დაიწყო, აქცია მიმდინარეობს. სასტუმროს შენობასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრები და სხვა მოქალაქეები არიან შეკრებილნი. აქციის მონაწილეები პუტინის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის ჩატარებას აპროტესტებენ.

ღონისძიების მონაწილეები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია მათთვის გასაკვირი და არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.