ოზურგეთში, “ქართული ოცნების” წევრმა პარტია დატოვა და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ცირა ჯინჭარაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
მან პარტიას ოფიციალურად წერილობით უკვე მიმართა,
ცირა ჯინჭარაძე 2012 წლიდან “ქართული ოცნების წევრი იყო, 2016 წლიდან კი პარტიის ოზურგეთის ირგანიზაციის ოფისის მენეჯერი.
“ეს არ იყო ჩემთვის იოლლი გადაწყვეტილება მაგრამ საქმე მარტო მე, ჩემს ოჯახა და ჩემს მეგობრებს არ ეხება საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს ჩვენს საქართველოს. და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და სხვადა სხვა საკითხში განსხვავებული შეხედულებისა საკითხი დგას ასე ან ჩვენი ქვეყნის ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი ან რუსეთი, მონობა და ერის გადაგვარება. მე ვირჩევ უკეთეს მომავალს, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ. ძალა ერთობაშია”-აცხადებს მედიის წარმომადგენლებთან ჯინჭარაძე.

