კალაძის საიდუმლო ვიზიტი ბათუმში – რა შეხვედრებს მართავს თბილისის მერი

თბილისის მერი კახი კალაძე ბათუმშია. ის “ქართული ოცნების” აჭარის ოფისში რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებულია. რა საკითხებს განიხილავენ ქვეყნის პირველი პირები, ჯერჯერობით უცნობია. “რუსთავი 2”-მა კალაძის ექსკლუზიური კადრების გადაღება შეძლო.