თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისი გატეხეს. მათი ინფორმაციით შემთხვევა სავარაუდოდ გასულ რამეს მოხდა. როგორც ედპ-ს პრესსამსახურში განგვიცხადეს ოფისი მათ დილით გატეხილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია რა არის წაღებული ოფისიდან, ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.