კატეგორია: პოლიტიკა

ივანიშვილი – ”პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ”

– პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. დღეს გამართულ ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, […]

გიგა ბოკერია – ”ფარაონი გამოჩნდა, როგორც იქნა”

„ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას საპარლამენტო ოპოზიციაში უარყოფითად აფასებენ. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ივანიშვილის გამოსვლაში მხოლოდ ოპონენტების ლანძღვა ისმოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში მობრუნებულ ყოფილ პრემიერს და უკვე პარტიის თავმჯდომარეს არ უსაუბრია ქვეყნის იმ ჩიხიდან გამოსვლის გზებზე, რომელშიც სახელმწიფო „ქართული ოცნების“ გუნდმა შეიყვანა. – გარდა იმისა, რომ ფარაონი გამოჩნდა როგორც […]

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი ერთხმად აირჩიეს. ყრილობა კლუბ „ანდერვილში“ იმართება. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში სიტყვით გამოდის.

გუგული მაღრაძე: უამრავ სისულელეს მაბრალებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე  მოწევის აკრძალვასა და ჭარბწონიანობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და მედიას მოუწოდებს, მისი მისამართით შეურაცხმყოფელ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ ავრცელებენ. ​გუგული მაღრაძის განმარტებით, Obesity – ანუ ჭარბწონიანობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა, საქართველოსთვის და მისი საზოგადოებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი. ​ როგორც გუგული […]

“ეს მელიტონ ქანთარიას სახლია ოჩამჩირეში… დაგვიფასეს რუსებმა უზარმაზარი მსხვერპლი… აფხაზეთი და შიდა ქართლი წაგვართვეს” – მალხაზ პატარაიას ემოციური პოსტი

მალხაზ პატარაიამ ფეისბუქზე დაწერა დამელიტონ ქანთარიას სახლის ფოტოც გამოაქვეყნა: “700 ათასი ქართველიდან 400 ათასი შეაწყვიტა საბჭოთა იმპერიამ მეორე მსოფლიო ომს. მათ შორის ჩემი ბაბუა ვლადიმერ ნადარაიაც იყო. საქართველო ერთადერთია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან, რომელმაც მთლიან მოსახლეობასთან შეფარდებით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. შეადარეთ სხვა ქვეყნების სახედრო დანაკარგებს: აშშ – 405 ათასი (17 მილიონიდან); იტალია – […]

ვალერი კვარაცხელიას კვერცხები ესროლეს და მერე დააკავეს – ვიდეო

ვალერი კვარაცხელიას ვაკის პარკში კვერცხები ესროლეს. დაპირისპირება სოციალისტური და კომუნისტური პარტიების წევრებსა და ანტისაოკუპაციო მოძრობა “ძალა ერთობაშიას” მხარდამჭერებს შორის მოხდა. „რუსული და რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ძალიან ღიად აგრესიულად იქცეოდნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენთან ერთად მყოფ გოგონებს, ქალბატონებს, რაზეც მქონდა საპასუხო რეაქცია,“- ამბობს „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი ნიკოლოზ შავყულაშვილი. საზოგადოება ”სტალინის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი კი ამბობს, რომ ისინი მშვიდად […]

“საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობაც არ აქვს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს. „საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, […]

თბილისის მერმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. დედაქალაქის მერმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ კაცობრიობამ ფაშიზმი სწორედ ამ ადამიანების თავგანწირვით დაამარცხა. „მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს ომის ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვით კაცობრიობამ ფაშიზმი დაამარცხა. საქართველომ ამ გამარჯვებაში მართლაც ძალიან […]

სერგეენკო: თანამდებობის პირებს მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს და თანამდებობის სხვა პირებს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ. “ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას”,- განაცხადა სერგეენკომ. დღეს ვაკის პარკში ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს უნდა შევიდეს თუ არა გამარჯვების შემთხვევში “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში (ავლაბარში). ამ […]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 7 მაისის ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, რის შედეგადაც მიღებულ იქნება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა არაუმეტეს […]