გიორგი მარგველაშვილი: იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და არ მიჩივის

გიორგი მარგველაშვილი: იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და არ მიჩივის– იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო, როგორც თანამონაწილე და დანაშაულის მფარველი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ პარლამენტის თავმჯდომარეს პროკურატურაში მისვლის ეშინია, უმჯობესია იმპიჩმენტის საკითხი დაიწყოს, რათა „დამნაშავე პრეზიდენტი“ სახელისუფლებო შტოს ჩამოშორდეს.

„ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევაში, რაც პირდაპირი საიმპიჩმენტო თემაა, არ მიდის პროკურატურაში და არ აწყობს იმპიჩმენტს. რა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით?! პრეზიდენტი ბრალდებულია კორუფციაში არა ვიღაც ტიპის მიერ, არამედ ქვეყნის მეორე პირის მიერ, საპარლამენტო გამოსვლის ფარგლებში. ვეუბნები, მიმართოს სამართალდამცავებს და რა გავაკეთოთ?!
როდესაც შენ იცი, რომ მეორე ადამიანი კორუმპირებულია და ქვეყანას ანგრევს, შენ თუ ამაზე არ მიმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, ხარ დანაშაულიოს თანამონაწილე“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.