“სტრასბურგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება”- ეკა ბესელია

"სტრასბურგის სასამართლოში ტატუნაშვილის საქმეზე სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება"- ეკა ბესელიაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მთავრობის მიერ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უწოდებს.

მისი თქმით, სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება.

„მნიშვნელოვანია სამართლებრივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობამ ტატუნაშვილის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი უფლების დარღვევის გამო.

კონვენციის მეორე მუხლი სიცოცხლის უფლებას ეხება, რომლის ხელყოფა და დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა. როცა ამ მაღალი ღირებულების დარღვევა ხდება, სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავს.

საქმეებში, რაც ჩვენს სამართლებრივ-პოლიტიკურ შესაძლებლობებს შეიძლება ცდებოდეს, სტრასბურგის სასამართლოს გამოყენება მნიშვნელოვანია. სარჩელი ძალიან პრინციპული იქნება და მას მხოლოდ სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ ექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.