არმაზ ახვლედიანი: “ქართული ოცნების” მზე რომ ჩაესვენება, ეს ზუსტად ვიცი

არმაზ ახვლედიანი: "ქართული ოცნების" მზე რომ ჩაესვენება, ეს ზუსტად ვიციპარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირებაზე  საუბრობს და აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა მმართველ გუნდში ამხელა აჟიოტაჟს და განხეთქილებას ვერ მოიტანდა და ეს მხოლოდ მიზეზია:

‘სამარცხვინო სიტუაციაში არიან დღეს “ოცნებაში”. მათ არც იდეა აქვთ, რომ მის ირგვლივ გაერთიანდნენ, მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, როგორმე გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა და აამონ მხოლოდ ერთ ადამიანს, მათ მმართველს.

მე როდესაც აღმასრულებელ დირექტორად დამნიშმნეს, ზუსტად იმ დღეს შემექმნა ყველაზე დიდი პრობლემა კალაძესთან, კობახიძესთან, ღარიბაშვილთან… რადგან მოვთხოვე, რომ პარტიაში არსებული სიტუაცია უნდა გამოსწორებულიყო. სამი წლის წინ პარტია იმის გამო დავტოვე, რომ ვითხოვდი წესრიგს. სამართლიანობას. იქ არანაირი წესრიგი არ არსებობს.

უბედურება ისაა, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნის ბატონ ივანიშვილს, არავის ამ ბატონებს შორის, არ შესწევს უნარი, პრინციპულ საკითხებზე გაუწიოთ წინააღმდეგობა არაფორმარულ მმართველს. მოჩვენებითი დემოკრატიის თამაში, არ არის მთავარი.

“ქართული ოცნება” რომ ისე ჩავა, როგორც მზე ჩადის, ამას არ უნდა ბევრი მსჯელობა, თუმცა, მზე ისევ ამოდის და “ქართული ოცნების” მზე აღარ ამოვა, როცა ჩაესვენება, ეს ზუსტად ვიცი. ამ წარუმატებელი ექსპერიმენტული თამაშებით ქვეყანა მიჰყავთ უფსკრულისკენ და მეორე მხრიოვ, ასეთი თამაში დემოკრატიასთან იმდენად სახიფათოა ქართველი სახელმწიფოებრიობისთვის, რომ ამისთვის თქვენ მოგიწევთ პასუხის გება. ვის არ დაუმთავრებია ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ, არავის არ დაუსრულებია ისე მძიმედ და ცუდად, როგორც დაასრულებს “ოცნება” და ეს იქნება პირველ რიგში ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, რომელსაც მათ მიაყენებს ძალიან სერიოზული ზიანი. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ ყველა, როცა არჩევნებზე მიდიხართ, ვის ხაზავთ და ვის აძლევთ ხელში მმართველობის ბერკეტს”-განაცხადა პარტიის ყოფილამ აღმასრულებელმა დირექტორმა, არმაზ ახვლედიანმა.

პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს ქართული ფორუმის წევრი, ანი მიროტაძეც:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას, სადაც დასასჯელს დასჯიან, ვისთვისაც თითი დასაქნევი იქნება, თითს დაუქნევენ და შესაბამისად, მერე გადაწყდება, როგორ უნდა გაგრძელდეს თანაცხოვრება უახლოეს მომავალში მაინც,“ – განაცხადა მიროტაძემ.

გურიის მოამბე