“ქართული ოცნების” მამა, ბიძინა ივანიშვილი, გუნდში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს. მმართველი გუნდის კულუარებში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი სცენაზე ახალი ხალხის შემოყვანას აპირებს. მმართველ გუნდთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ახალი სახეები საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ხალხია. მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად განიხილავს ლევან ვასაძის კანდიდატურას. რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, შესაძლოა, მთავრობის მეთაურად […]
კატეგორია: პოლიტიკა
შოთა შალელაშვილი – ”პარლამენტს ერთი დაჯგუფება მართავს, ”ოცნების” დეპუტატები უფუნქციოდ დარჩნენ”
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი შოთა შალელაშვილი, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება. მიმდინარე პროცესებზე დეპუტატი “კურიერთან” საუბრობს. შალელაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას იღებენ პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები, პარტიის ლიდერები და შემდეგ ეს გადაწყვეტილებები დეპუტატების დონეზე ჩამოდის. შალელაშვილი არ უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ძველი ფორმაციის წარმომადგენლებსა და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება არსებობს და უკმაყოფილება დიდია. დეპუტატი […]
სოსო ცინცაძე: “ოცნების” ლიდერები ფიქრობენ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება ივანიშვილი გახდეს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ტაიმერი, რომელიც მის გადადგომაზე აქვთ დაყენებული, რამდენიმე წელი არ დარეკავს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კვირიკაშვილი შესაძლებელია საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს? – არა, მე არ მგონია, რომ კვირიკაშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. კვირიკაშვილისთვის პრეზიდენტის პოსტი, ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიო პენსიაზე გაშვება […]
”ქართულ ოცნებაში” შეიძლება ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტი მოითხოვონ
„ქართული ოცნების“ ძველი ფორმაციის წარმომადგენლებსა და ახალ სახეებს შორის დაპირისპირება კულმინაციას აღწევს თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ტელეკამერებთან გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბარს ერიდებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ან ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტამდე მივიდეს, რომელსაც მმართველი გუნდის დამფუძნებელი წევრები უპირისპირდებიან. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი პოლიტიკური მმართველობის ფორმის რადიკალურ […]
მანანა საღლიანი: “შევაკვდები, მაგრამ სვანეთს არ გავანადგურებინებ”
სვანეთის მოსახლეობა დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს. მათმა პროტესტმა ამ ეტაპზე შედეგი გამოიღო და მესტიაჭალაჰესის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. სვანებს საბოლოო გამარჯვებამდე კიდევ ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. ისინი ამბობენ, რომ სიცოცხლის ფასად დაიცავენ თავიანთ კუთხეს. ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი მანანა საღლიანია. მიუხედავად იმისა, რომ ფეხზე რამდენიმე მძიმე ოპერაცია აქვს გაკეთებული და გადაადგილება უჭირს, არც ერთი აქცია […]
ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. “რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს. ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, […]
“ქართული ოცნება” შეიძლება კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს
„ქართული ოცნება“ გედევან ფოფხაძესთან ერთად შესაძლოა, კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს, მათ შორის ერთ-ერთი ზაზა პაპუაშვილი იქნება. „კურიერის“ წყარო „ქართული ოცნებიდან“ ყვება, რომ დეპუტატების ამ ჯგუფს კონფლიქტი პარლამენტის თავმჯდომარესთან აქვს. კონფლიქტი მმართველ პარტიაში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერამ გამოიწვია. გედევან ფოფხაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა იმ 36 კოლეგის პოზიცია, რომლებიც „ქართული ოცნების“ ე.წ. ახლების გუნდს წარმოადგენენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკმაყოფილო დეპუტატებს რადიკალური მოთხოვნები აქვთ, […]
მამუკა მდინარაძე – “გედევან ფოფხაძე შეცდა”
– პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და შეცდომა, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნინია კაკაბაძისათვის გუნდის ნაწილის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა. – მე მხარი არ დამიჭერია, მაგრამ […]
გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს
პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. ”64 შეწყალებული მსჯავრდებულიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს 41 პატიმარი დატოვებს. 23 შეწყალებულ მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულებიდან 3 ქალია და 1 არასრულწლოვანი. აქედან ერთი ქალი დღეს დატოვებს დაწესებულებას, ორს […]










