გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

გედევან ფოფხაძის გადაწყვეტილება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

აღნიშნული ინფორმაცია გედევან ფოფხაძემ “ნიუპოსტს” დაუდასტურა.