კატეგორია: პოლიტიკა

ნიკა მელია – “ან ხე, ან ადამიანი, ან ბიძინა ივანიშვილი, ან ხალხი”

დღეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე 27 მეტრიანი ევკალიპტის ხე გამოიტანა. აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდი“ მონაწილეობს, რომელიც ოპოზიციური პარტიებმა ცოტა ხნის წინ დააფუძნეს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა „დმანისის გადარჩენის ფონდმაც“ გადაწყვიტა. ოპოზიციაში აცხადებენ, მათი ქმედება „ხალხი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს, რომ წინ აღუდგეს […]

ვატო შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიას ბოდიში მოუხადა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას ბოდიშს უხდის. – მინდა, ელენე ხოშტარიას მოვუბოდიშო და ვუთხრა, რომ მისი მისამართით ჩემი შეურაცხოფა ნამდვილად არ ყოფილა, – ამბობს დეპუტატი. – ბოზი ქალებივით ყვირიხართ, – მიმართა ოპოზიციას საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”, ვატო შაქარიშვილმა თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე

ელენე ხოშტარია – “ვატო შაქარიშვილმა ბოზი მიწოდა”

“ევროპული საქართველოს” მერობის ყოფილი კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ვატო შაქარიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. – დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას, – განაცხადა ხოშტარიამ შეხვედრის მიმდინარეობისას. – მოვიდა შაქარიშვილი, საკრებულოს წარმომადგენელი და მომაყენა შეურაცხყოფა – მიწოდა ბოზი, და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა – უთხრა ხოშტარიამ ჟურნალისტებს. ბოლო ინფორმაციით, ხმაურისა და დაპირისპირების […]

“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე ფული, ღამის კლუბში ვიყავი, თმებიც შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა” – კახა კალაძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა თბილისის მერმა კახა კალაძემ და ჟურნალისტების კითხვებს ხუმრობით უპასუხა. “თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები. იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის […]

პრემიერი – “ტატუნაშვილთან დაკავშირებით რუსეთი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა”

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და ამ საქმეში რუსეთის პასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი. “რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში” – განაცხადა პრემიერმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს […]

გია ხუხაშვილი – “მგონი ის დროა, კვირიკაშვილმა სასწრაფოდ აფრინოს წერილი მოსკოვში”

რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური თანამშრომლობა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ევროპულ საქართველოსთან ერთად, საერთო რეზოლუციის მიღებამ „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი გაანაწყენა. მათ შორის ყველაზე აგრესიული და კრიტიკული მსახიობი ზაზა პაპუაშვილია. მომხდარს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება ექსპერტი, გია ხუხაშვილი და წერს: “მგონი ის დროა, კვირიკაშვილმა სასწრაფოდ აფრინოს წერილი მოსკოვში, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინადადებით. აბა ამდენი ხალხი სად უნდა წაიყვანოს […]

მარგველაშვილმა თბილისში დუდა მიიღო

საქართველოს ტრანზიტული ვიზიტით ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვია. პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატო-ს მომავალ […]

ვახტანგ ძაბირაძე – “სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა “ოცნებისთვის” მიუღებელი იქნება”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა კვლავ ინტრიგად რჩება. რატომ ვერ შეარჩიეს აქამდე კანდიდატი? – არ მგონია, რომ ხელისუფლებას კანდიდატის გაჭირვება ჰქონდეს. მე უფრო სხვა რამე მგონია. ალბათ, ხელისუფლება ელოდება, შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას და ერთიან კანდიდატზე შეჯერებას, შემდეგ უკვე მის საპირწონე […]

კახა კალაძე – როგორი იქნება პარკირება – ზონალური, საათობრივი თუ სხვა, ამის შესახებ ჩვენს ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გავაცნობთ

თბილისის მერია პარკირების საკითხის მოსაწესრიგებლად ხედვას მოსახლეობას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა. კალაძის ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება როგორი იქნება თბილისში პარკირება და დაწესდება თუ არა გადასახადი საათობრივი პარკირებისთვის. „სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 10 აპრილიდან იცით, რომ პარკირების მიმართულებით სატრანსპორტო კომპანია იმუშავებს. სამომავლოდ როგორი იქნება […]

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. „საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.