არჩილ ტატუნაშვილი დედა, რუსუდან ტატუნაშვილი საზოგადოებას მძიმე წუთებში გვერდით დგომის გამო მადლობას უხდის. ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მაგალითზე სურს, რომ ყველამ გაიგოს- რუსეთი უკუპანტია, პუტინი კი მკვლელი. “მთელი საქართველო გვერდით დამიდგა და მე ყველას მადლობას ვუხდი. მთელმა მსოფლიომ მინდა დაინახოს ჩემი შვილების ხელები და ყველამ გაიგოს რუსეთი ოკუპანტია, […]
კატეგორია: პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე – “საქართველო რუსეთთან ოკუპაციის საკითხს მშვიდობიანად მოაგვარებს”
– საქართველოს ამერიკისა და ევროკავშირიდან აქვს მხარდაჭერა, რომ რუსეთთან მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ოკუპაციის საკითხი, რაც შემდეგ რაუნდებში უფრო აქტიურად განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, ჟენევის ფორმატი არის მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი გზით შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და იმ პრობლემების მოგვარება, რაც აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ოკუპაციის […]
ზალკალიანი – ”ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება”
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია “იმედთან” საუბრის დროს რამდენიმე დღის გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ჟენევის დისკუსიის მონაწილეები ძალის გამოუყენებლობაზე დეკლარაციის მიღებას გეგმავენ. – მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არანაირ დოკუმენტზე ხელმოწერა არ იგეგმება. ეს იქნება ზეპირი დეკლარაცია, თუ იქნება საერთოდ. დიპლომატიური პროცესი არ დამთავრებულა და როდის დამთავრდება, ძნელია საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება […]
პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული ქართველი სამხედრო, არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. – დღეს მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი. ამავე დროს დღეს ჩვენ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, ის არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. დღეს ვნახეთ, რომ ამ […]
ბიძინა ივანიშვილი არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რუსეთის მოქცევა რეალური წნეხის ქვეშ – ბოკერია ჟენევის ფორმატს და პრობლემისადმი ხელისუფლების მიდგომას აფასებს
ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა. ევროპული საქართველო განმარტებებს ითხოვს ჟენევის ფორმატში კონსულტაციების მომდევნო რაუნდზე დაგეგმილი დოკუმენტის ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერის დეტალებზე. ,,ჟენევის ფორმატში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, რომელიც შექმნის ცრუ განცდას, რომ თითქოს პროგრესი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო საზარელი მკვლელობის ფონზე და ზოგადად რუსეთის […]
გიგა ოთხოზორიას დედა: თუ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა
– თუ “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მხოლოდ კანჯიოღლის სახელი და გვარი შევა და მეტი არავინ, მაშინ ეს არაფრის მომცემი სია ყოფილა, – ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ რადიო “პალიტრის“ გადაცემა “რეზიუმეს“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა შევიდნენ თუ არა სიაში მაღალი პოლიტიკური სტატუსის პირები, ვინც ხელი შეუწყო, რომ დამნაშავეები არ დასჯილიყვნენ, […]
„ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა” – რატომ ატყდა ცემა-ტყეპა ზუგდიდის საკრებულოში – ვიდეო
ზუგდიდის მერიაში საკრებულოს სხდომის მსვლელობისას ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. საკრებულოს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის შექმნის საკითხი განიხილებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სიით გასული წევრი “ევროპულ საქართველოში” გადავიდა. განხილვას ენმ-ს დეპუტატის, ანი წითლიძის რეპლიკა მოჰყვა. – „ევროპულ საქართველოს“ მეძავების პარტია უნდა დარქმეოდა, – მიმართა წითლიძემ ევროპული საქართველოს დეპუტატებს. სწორედ ამ რეპლიკას მოჰყვა დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ […]
ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალებმა და ევროპულმა საქართველომ ერთმანეთს ურტყეს – შელია შელიას წინააღმდეგ
ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ერთმანეთს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბათლომე შელიამ და ენმ-ის წარომადგენელმა დათა შელიამ ერთმანეთი სცემეს. საკრებულოში პოლიციისა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
ლუკაშენკო – ”საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ”
– საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ავლაბრის სასახლეში, ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსგან ბევრი ისწავლეს, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დროს. – მე დიდი ხანია პრეზიდენტი ვარ. სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი. ფაქტობრივად, მსოფლიო მოვიარე, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ყოველთვის დიდი მოწიწებით ჩამოვდივარ. თბილისში მეორედ ვარ, ადრე […]










