ელენე ხოშტარია – “ვატო შაქარიშვილმა ბოზი მიწოდა”

ელენე ხოშტარია - "ვატო შაქარიშვილმა ბოზი მიწოდა"“ევროპული საქართველოს” მერობის ყოფილი კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ამბობს, რომ ვატო შაქარიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

– დამიძახეს ბოზი თქვენმა წარმომადგენლებმა. ან მომცემთ სიტყვას, ან დავტოვებ შეხვედრას, – განაცხადა ხოშტარიამ შეხვედრის მიმდინარეობისას.
– მოვიდა შაქარიშვილი, საკრებულოს წარმომადგენელი და მომაყენა შეურაცხყოფა – მიწოდა ბოზი, და დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა – უთხრა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.
ბოლო ინფორმაციით, ხმაურისა და დაპირისპირების გამო თბილისის გენერალური გეგმის განხილვა, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობდა, ჩაიშალა.