ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

