კატეგორია: პოლიტიკა

ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს

19 მომხრე მომხრე, 2 წინააღმდეგი – ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრა ფარული იყო და ის ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომას თავად ჩაჩანიძე არ დასწრებია. სხდომას ბოიკოტი გამიუცხადეს “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ლეიბორისტული პარტიის” დეპუტეტებმაც.

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნული 23 მარტს მოხდა. ჭიჭინაძის მოვალეობას მისი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატია, ის “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.

სააკაშვილი – “როდესაც ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, ეუთო-ს თავმჯდომარე ჭორაობდა, რომ დასავლეთს კონფლიქტში ვრთავ”

პრეზიდენტი ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია – დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ-ს ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა, ჩვენ შვიდი რუსი ოფიცერი დავაკავეთ, […]

კალაძე პარლამენტში მიდის – დეპუტატები მწვავე დაპირისპირებას ელოდებიან

საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიდის. კალაძის და დეპუტატების შეხვედრის განხილვის მთავარი თემა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და მასთან დაკავშირებული საკითხებია.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში აცხადებენ, რომ დედაქლაქის გენერალური გეგმის დამტკიცება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს: „დროის გაჭიანურება ამ შემთხვევაში წყალს ასხამს იმ ბიუროკრატებზე და იმ ჩინოვნიკებზე, რომლებიც ძირითადად ფიქრობენ თუ საიდან მიიღონ […]

ახალი სკანდალი – რაში ადანაშაულებს პაპუნა უგრეხელიძე ლევან ბეჟაშვილს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა  ,,რეაქციაში“ დაადასტურა, რომ ქალების შევიწროების შესახებ, მათთან სხვა განცხადებაცაა შესული, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. საქმე შეეხება აქამდე გაუხმაურებელ ამბავს. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლის ამ განცხადებას ინგა გრიგოლია ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება: „ჩვენს შეკითხვაზე, დაადასტურებს თუ არა, რომ ამ ახალ ქეისში ერთ-ერთი პოლიტიკოსი ფიგურირებს , მან გვიპასუხა,რომ ვერაფერს დაადასტურებს საბოლოო შესწავლამდე, თუმცა დაადასტურებს, რომ შევიწროებაზე აქამდე […]

მოსკოვმა საქართველოს საზღვრებთან მასშტაბური სწავლება დაიწყო, სროლა ისმის აფხაზეთშიც

მოსკოვმა სამხრეთის სამხედრო ოლქში, საქართველოს საზღვრებთან, მასშტაბური სწავლება დაიწყო. პირობით მოწინააღმდეგეს 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 2 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა უპირისპირდება. სროლა ისმის აფხაზეთშიც, იმ პოლიგონზე, სადაც ადრე ქართველების სახლები იყო. ამ წვრთნებს რუსი გენერალი, 2008 წელს საქართველოში შემოჭრილი 58-ე არმიის სარდალი, ანატოლი ხრულოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ამჟამად აფხაზეთის გენერალური შტაბის მეთაურია. შეიარაღების სპეციალისტმა, რომელმაც […]

დავით ჯანდიერი – ”თეა წულუკიანი უნდა გადადგეს”

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჯანდიერმა განუცხადა, როგორც დადასტურდა, თეა წულუკიანი მფარველობდა პაპუნა უგრეხელიძეს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. – ის ფაქტები, რომლებიც გახმაურდა, ერთადერთი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას უტოვებს ”ქართულ ოცნებას”, რომ იუსტიციის მინისტრი გადააყენონ თანამდებობიდან. როგორც დადასტურდა, ის მფარველობდა, რომ ეს ამბავი არ გამხდარიყო საჯარო. […]

ზაალ კასრელიშვილი: “საქართველოს ხელისუფლება თუ რუსეთს დაუწვება, ამას ღირსების რევოლუცია მოჰყვება”

რატომ ჩამოვიდა თბილისში ბელარუსის პრეზიდენტი, რაზე ცდილობს რუსეთი ჩვენს დაყოლიებას, რა მოხდება თუ თბილისი მოსკოვის ნებას დაჰყვება, რას ნიშნავს დონალდ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხვბში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – დონალდ ტრამპმა 24 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის ამღიარებელ ქვეყნებს აშშ შეზღუდვებსა და აკრძალვებს უწესებს. […]

ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო – ევკალიპტის ხე 20.020 ლარად

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ აუქციონზე გამოიტანა ევკალიპტის ჯიშის ხე. eauction.ge-ს მონაცემებით ხის მდებარეობად აღნიშნულია ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი. ხის საწყის ფასად მითითებული იყო 7.000 ლარი, აუქციონის დასრულების შემდეგ კი საბოლოო ფასად 20.020 ლარი დასახელდა. აუქციონი „დმანისის გადარჩენის ფონდის“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია ვარაუდობდა, რომ ხის შეძენით ბიძინა ივანიშვილი იყო დაინტერესებული, სწორედ ამიტომ აუქციონში მონაწილეობა […]

ნიკოლოზ მეტრეველი – “ქართული ოცნება” და “ევროპული საქართველო” გაერთიანდებიან – ჭუჭყიან პოლიტიკაში ყველაფერია შესაძლებელი”

რატომ ვეღარ არჩევენ ერთმანეთისგან “ოცნებას” და “ევროპულ საქართველოს”, რატომ თქვა უარი ბოკერიას გუნდმა სააკაშვილთან ერთად ყოფნაზე, შეძლებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სუფთა ადამიანების მიზიდვას? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკური კვლევების ცენტრის” დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრება. – რამდენიმე კვირის წინ კახა კალაძემ თქვა, რომ ისინი ითანამშრომლებენ “ევროპულ საქართველოსთან”, რადგან ის არ […]