„არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე იშოვოს მილიონები“ – ნიკა მელია

„არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე იშოვოს მილიონები“ - ნიკა მელიაოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელმაც დმანისის გადარჩენის მიზნით ფონდი დაარეგისტრირეს ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონში მონაწილეობას იღებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, დღეს ელექტრონულ ფორმატში შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას, “ხვალ კი რეალურ გამარჯვებას მთელი საზოგადოება მოიპოვებს”.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 16 ჰექტარი 15 000 ლარად სახლში არ წაიღოს ბიძინა ივანიშვილმა და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ასობით მილიონი არ იშოვოს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე. დღეს ელექტრონულ ფორმატში შევალთ მასთან პაექრობაში და დისკომფორტს შევუქმნით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის ნათელი მაგალითი, იმისა რომ სახელმწიფო კერძო კომპანიას ლობირებს.

სოფელ დიდ დმანისში მდებარე 162868.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა. აუქციონში, რომელშიც მონაწილეობას RMG Gold-ი და დმანისის გადარჩენის ფონდი იღებს მონაწილეობას დღეს 17:00 საათზე დასრულდება.

გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე „დმანისის გადარჩენის ფონდის“ წევრები იმყოფებოდნენ, ისინი Rmg Gold-ისთვის აუქციონის პრინციპით, კომპანიაზე მორგებული პირობებით ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიით Rmg Gold-ი უკვე სარგებლობს.