პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო – დეპუტატებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - დეპუტატებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგესსაქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. „გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.