ტვ “ტაბულას” გადაცემას “მძიმე კაცთან” ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე სტუმრობდა, რომელმაც სხვადასხვა თემასთან ერთად, “ნაციონალებსა” და “ქართულ ოცნებაზეც” ისაუბრა.
“ნაციონალური მოძრაობის” რაღაცებიც ძალიან მომწონდა ობიექტურად, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს რევოლუციით, მოვიდნენ ახალგაზრდა ტიპები, შეარყიეს კარგად ქვეყანა და წავიდა წინ. ნუ, ახლა, მერე რაც გამოაშკარავდა, ის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ის, რომ ყველაფერი ისმინებოდა და ხალხი ტარაკნები იყვნენ და მათი აზრი არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის მიუღებელია. ცოტა ორსული ვერ იქნები, თუ ხარ დემოკრატი, უნდა იყო დემოკრატი; თუ ხარ დიქტატორი, უნდა იყო დიქტატორი”.
სოფო შევარდნაძის თქმით, მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ პიარში: “დააცემინებდა და მერე იტყოდა, რომ საქართველო გადავარჩინეო და მართლა ყველას სჯეროდა, რომ ეს ასე იყო. ამასაც უნარი და ნიჭი უნდა.
– “პიარში “ქართულ ოცნებას” საერთოდ არა აქვს, იგივე რაც კეთდება ჯანდაცვის სიტემაში, სოფლის მეურნეობაში, კაციშვილმა არ იცის. მიშას დროს რომ ეს ყოფილიყო ხომ ყველას გვეცოდინებოდა? ბავშვი რომ დაიბადებოდა ალბათ პირველი მაგას იტყოდა- უფასო ჯანდაცვა გვაქვს. არის რაღაცეები, რაც არ მომ წონს. თუნდაც ქალაქში, ეს არ არის ისეთი მოვლილი ქალაქი, როგორიც ადრე იყო. მიშას დროს მაგალითად, მიუხედავად ჩემი გვარისა, არ შემეშინდებოდა, რომელიმე პოლიციელთან მივსულიყავი, თუ საჭირო იყო დახმარება რომ მეთხოვა. ახლა ვერ ვხვდები, ეს შესაძლებელია თუ არა. ბევრი რამ, რაც იმან გააკეთა, მიუხედავად ბევრი ცუდი რაღაცეებისა, მაინც იყო რეზულტატი და ეს უნდა შენარჩუნებულიყო. მაგრამ არ გაკეთდა ასე, – განაცხადა სოფო შევარდნაძემ.

