ხონში უგულავას “ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძე დაუპირისპირდება

ხონში უგულავას "ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძე დაუპირისპირდებამომღერალი, ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი და ამჟამად იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. არაოფიცალური ინფორმაციით “ქართული ოცნება” კვირის ბოლოს კანდიდატად სწორედ მას წარადგენს. წარდგენის თარიღი სავარაუდოდ მას შემდეგ გამოცხადება რაც ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბაქოდან დაბრუნდება.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანისა და ხონის ოლქში 28 აპრილს ჩატარდება.

პირველი რადიო