“ახალი თაობის” კითხვებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – გვესმის შეფასებები და ამას სოციალური ქსელიც აჩვენებს, რომ ყოველდღე იკლებს “ოცნების” მხარდამჭერთა რიცხვი. საბოლოოდ როდის ამოიწურება “ოცნების” ლიმიტი? – “ოცნების” ლიმიტი უკვე ამოწურულია. დღეს “ოცნება” არის იმ პერიოდში, რაც იყო შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში. მაშინაც იყო რაღაც პერიოდი, როცა ალტერნატივა არ იყო. […]
კატეგორია: პოლიტიკა
4 მარტს, ოკუპაციის წინააღმდეგ აქციისთვის, 35 ბარი, რესტორანი და სხვა ობიექტი დაიკეტება
მოქალაქეთა აქციას „მშვიდობა ომზე მეტია“, რომელიც 4 მარტს თბილისში, 18:30 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება, ბარები, რესტორნები, მაღაზიები და სხვა კომერციული ობიექტები შეუერთდებიან. ამ დროისთვის ცნობილია 35 კომერციული ობიექტი, რომელიც სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, კვირას აქციის განმავლობაში 2 საათით დაიხურება და თავის მომხმარებელს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. ანტისაოკუპაციო აქციას შემდეგი ობიექტები უერთდებიან: 1. „კანუდოსი” 2. კამორა 3. ამოდი […]
გიორგი აბაშიშვილი ავსტრიაში მსხვილი ევროპული კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ორგანიზებით ორი უმსხვილესი ბიზნესკომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობით არიან დაინტერესებულნი. გიორგი აბაშიშვილმა ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო და საქართველოში მოიწვია. ევროპაში უმსხვილესი HR კომპანიის Trenkwalder აღმასრულებელ დირექტორთან ოქტაი ერკიაზთან შეხვედრისას გამოითქვა სურვილი, IT და სამედიცინო მიმართულების ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტების ევროპაში დასაქმებასთან […]
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს – ოჯახს არ აქვს საშუალება, არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალოს ქრისტიანული წესით, გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა. პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს არ ეძლევა მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება, რაც მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს. საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე […]
თამაზ მეჭიაურს თანამშრომლები პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ
თიანეთის მერიიდან გათავისუფლებული მოქალაქეები თამაზ მეჭიაურს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურმა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მერის მხოლოდ ის წარმომადგენლები გაათავისუფლა, რომლებიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდნენ. დღეს თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან მერის სამი წარმომადგენელი დაითხოვა. თავად მეჭიაურის თქმით, გათავისუფლებულთა ბრალდებები უსაფუძვლოა და მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი გარკვეული გადაცდომები იყო, რომელთა შესახებაც მოკვლევაც ჩატარდა.
უკრაინული მედია: სააკაშვილი ჰოლანდიაში ,,ბენტლით“ გადაადგილდება
უკრაინული მედია, სახელისუფლო წრეებთან დაახლოებული ჟურნალისტის მიერ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, ,,ბენტლის,, მარკის ავტომობილში ზის. ,,სააკაშვილმა ჰოლანდიური ტრამვაი გასინჯა, თუმცა მიხვდა, რომ Bentley უფრო კომფორტულია,, აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი ვასილი კრუტჩაკი, ფოტოს კომენტირებისას. გაურკვეველია, საიდან იცის უკრაინელმა ჟურნალისტმა, რომ ავტომობილი, რომელსაც ფოტოზე სხვა პირი მართავს, მუდმივად სააკაშვილს ემსახურება და მის განკარგულებაშია. თაიმერი
ანდრეი პორუბი – “საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ერთობლივი სამხედრო შენაერთი უნდა ჰყავდეს”
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პორუბი ინიციატივით გამოვიდა, კიევში უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასამბლეის პირველი სამმხრივი სხდომა გაიმართოს, რომელზეც ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნის შესახებ იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზეა განთავსებული. ანდრეი პორუბი ამ ინიციატივით მოლდოვაში სტუმრობისას გამოვიდა, სადაც მონაწილეობს პარლამენტთაშორის კონფერენციაში „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: აღმოსავლეთის პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედოვე გამოწვევები“. მანვე ასეთ ფორმატის შექმნას […]
ლაშა ჩხარტიშვილი – “დმანისის და ბოლნისის ნიადაგში ტყვიის შემცველობა ძალიან არის მომატებული”
ქვემო ქართლში კატასტროფული ვითარებაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 2014 წელთან შედარებით ტყვიის რაოდენობა ნიადაგში საგანგაშოდაა მომატებული. ტყვიით დაბინძურებულია საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები. – ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია. იგი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე, იწვევს გონებრივ […]
ოსი ექსპერტი: „ტატუნაშვილის გარდაცვალება სამარცხვინო ფაქტია მთელი სამხრეთ ოსეთისთვის“
ოსი ჟურნალისტი, ექსპერტი და საზოგადო მოღვაწე თემურ ცხურბატი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ „თუ ტატუნაშვილის გარდაცვალება ოსი ძალოვანების ზემოქმედების შედეგია, ეს სამარცხვინო ფაქტია მთელი სამხრეთ ოსეთისთვის, რომელიც დაგმობის გარდა, სხვა არაფერს იმსახურებს”. „დეტალები იმისა, რის გამო დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, შესაძლებელია, ადამიანი დააკავო, გაარკვიო ყველაფერი […]
ელიზბარ ჯაველიძემ ინგა გრიგოლიას დედა შეაგინა – ინციდენტი პირდაპირ ეთერში – ვიდეო
აკადემიკოსმა და ყოფილმა პარლამენტარმა ელიზბარ ჯაველიძეს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში დედა შეაგინა. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ღია წერილით მიმართეს. მათი შეფასებით, “პროდასავლურმა პოლიტიკამ” და ქართველების სწრაფვამ ნატო-ს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. წერილს ხელს აწერდნენ: რობიკო სტურუა, რეზო ამაშუკელი, ქეთი […]










