ილია მეორე რუსეთის პატრიარქს – ოჯახს არ აქვს საშუალება, არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალოს ქრისტიანული წესით, გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს - ოჯახს არ აქვს საშუალება, არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალოს ქრისტიანული წესით, გთხოვთ გვიშუამდგომლოთ, რათა ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახსსრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქ კირილს, გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა.

პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს არ ეძლევა მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვის საშუალება, რაც მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს. საქართველოს პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და მოგმართავთ რამდენიმე ხნის წინ, ქალაქ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების თხოვნით.

ჩვენ ყველანი დიდად შეწუხებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ უკვე კვირაზე მეტია, რაც ამ ახალგაზრდის ცხედარი არ გადმოეცა განსვენებულის ოჯახს და მის მშობლებსა და ახლობლებს არ აქვთ საშუალება დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით, რაც კიდვ უფრო ამძაფრებს მათ მწუხარებას და მთელი საზოგადოების გულისტკივილსა და აღშფოთებას იწვევს.

ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენიაში, მაგრამ გთხოვთ გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს. თქვენი მხრიდან ეს იქნება ნუგეში და დიდი დახმარება, როგორც გარდაცვლილის ახლობლებისთვის, ისე ჩვენთვის“, – აღნიშნულია კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეოერის მიერ, რუსეთის პატრიარქისთვის მიწერილ წერილში.