თიანეთის მერიიდან გათავისუფლებული მოქალაქეები თამაზ მეჭიაურს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურმა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში მერის მხოლოდ ის წარმომადგენლები გაათავისუფლა, რომლებიც “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდნენ. დღეს თამაზ მეჭიაურმა სამსახურიდან მერის სამი წარმომადგენელი დაითხოვა.
თავად მეჭიაურის თქმით, გათავისუფლებულთა ბრალდებები უსაფუძვლოა და მათი სამსახურიდან გაშვების მიზეზი გარკვეული გადაცდომები იყო, რომელთა შესახებაც მოკვლევაც ჩატარდა.

