კატეგორია: პოლიტიკა

გიგი უგულავა – ”ტრამპლინიდან ხტომა არ მაინტერესებს”

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები არანაირი ტრამპლინი არ არის, სპორტის ამ სახეობით მე არ ვარ დაკავებული. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ის ორიენტირებულია კონკრეტულ პრობლემებზე, რაც ვანისა და ხონის მოსახლეობას აწუხებს. – არანაირი […]

თეა წულუკიანი თუ სალომე ზურაბიშვილი? – ვინ იქნება “ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი

“ქართულ ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურის შესარჩევად სერიოზული კასტინგია გამოცხადებული. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის კანდიდატი ქალი იქნება. ქართული მარშის ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს განაცხადა “ახალ თაობასთან” საუბარში, რომ ერთ-ერთ კანდიდატურად წულუკიანი მოიაზრებოდა. მისივე თქმით, “ოცნებაში” მეორე ქალი კანდიდატურაც განიხილებოდა და ეს სალომე ზურაბიშვილი იყო. სადღობელაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ […]

მამუკა გვაძაბია – “ოკუპაციის კანონის შერბილება აბსოლუტური უზნეობაა”

დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ წინააღმდეგია ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისა და გარკვეული პუნქტების შერბილებისა. მამუკა გვაძაბია: – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი ფრაქციის ინიციატივით გაიმართა გაფართოებული ხდომა, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე განიხილებოდა დეოკუპაციის კანონის ცვლილებების შეტანის საკითხი, რომლითაც უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. მსჯელობა იყო კანონის […]

სააკაშვილი – “ივანიშვილი ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა… ხალხს ის ბოლომდე სძულს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ამსტერდამიდან მიმართავს. თავის ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კასტინგი აქვს გამოცხადებული მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე, ოპოზიციის მიზანი კი უკვე წელს ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს. იგი კიდევ ერთხელ საუბრობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრაიმერის გზით ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევის მნიშვნელობაზე და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ ბრძოლაში თანადგომას უცხადებს. […]

სკანდალური შეხვედრის საიდუმლო ფოტო – სად და როგორ წყდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედი

საიდუმლო შეხვედრა, რომელიც 10 დღის წინ თბილისში გაიმართა – ფოტოზე, რომელიც P.S.-ს „ევროპულმა საქართველომ“ მოაწოდა, ერთ-ერთი შეხვედრაა გადაღებული, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და “ქართული ოცნების” PR-ი მაკო ბიგვავა ესწრებიან. მის უკან კიდევ ერთი ადამიანი ზის, რომელიც ამ ფოტოზე არ ჩანს. თამარ კაკაბაძე ამტკიცებს, რომ შეხვედრის მეოთხე მონაწილე მთავარი პროკურორის […]

შოთა მალაშხია: ”ვინც ხელი მოაწერა ნატოს წინააღმდეგ მიმართვას, ან ჩამორჩენილია, ან რუსეთიდან ფულს იღებს”

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ყოფილ თავმჯდომარე შოთა მალაშხიას, რომელიც ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერია – პარლამენტი აპირებს, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალის ციხეში მოკვლასთან დაკავშირებით. პროექტის თანახმად, ამ მკვლელობაში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს ოკუპირებულ რეგიონებში უცხოელი დამკვირვებლების შეშვებას. – მომხდარზე პასუხისმგებელი ნამდვილად […]

”მშვიდობა ომზე მეტია” – აქციები ოკუპაციის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში ჩატარდება

”მშვიდობა ომზე მეტია” – ამ სახელწოდებით გაიმართება საქაღთველოს ტერიტორიებვის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია, 18:30 საათზე, დღეს თავისუფლების მოედანზე. პროტესტის ნიშნად 50-მდე ბარი, რესტორანი და მაღაზია ორი საათით დაიხურება. აქციას, სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია“ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს 12 ქალაქი, სადაც ანალოგიური აქციები ჩატარდება. აქციის ორგანიზატორის თაზო დათუნაშვილის თქმით, პროტესტის ძირითადი მიზეზი ის ოკუპაციაა, რომელსაც რუსული მხარე საქართველოს […]

კიევის პოლიციამ 112 დაკავებული გაათავისუფლა, “Донбасс”-ის მებრძოლს 5 სპეცრაზმელის ცემა ედება ბრალად

პარტია “Самопомочі”-ის წევრის, რადას დეპუტატ იგორ სობოლევის განცხადებით, კიევის პოლიციამ უკვე გაათავისუფლა კარვების ქალაქის დარბევის დროს დაკავებული 112 ადამიანი. მისი ცნობით, პოლიციაში რჩება მხოლოდ მოხალისეთა ბატალიონ “Донбасс”-ის მებრძოლი ნიკოლაი ჩუდოვსკი, რომელსაც სამშაბათს, 27 თებერვალს 5 სპეცრაზმელის ცემა ედება ბრალად. მან ასევე მოინახულა საავადმყოფოში დარბევის დროს დაზარალებული ადამიანები და აცხადებს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება თეა წულუკიანი გახდეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წლის არჩევნებზე, შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. არხი ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. “ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პრეზიდენტის კონსტიტუციით აქვს არის კრიტიკულ მომენტში, ღმერთმა დაგვიფაროს, მთავარსარდლის ფუნქცია ევალება მას. ჩემი აზრით, ჩვენ რაღაცით იმაზედაც უნდა გავთვალოთ, რომ რამდენად შეძლებს ეს ადამიანი [თეა წულუკიანი] მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას. გუნდმა რაც […]

კონსტანტინე გამსახურდია – “ნატოსკენ სვლა თავად რუსეთმა გვაიძულა”

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ დაწყებულ ხელმოწერებზე საუბრობს. – ბატონო კონსტანტინე, ანალიტიკოს ლუკ კოფის იდეას, ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, საუბარია მე-5 მუხლის შეჩერებაზე, ჩვენთან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. გაწევრიანების საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყეს. რატომ, როგორ ფიქრობთ? – ზოგადად ორი სხვადასხვა მოსაზრების არსებობა ერთი მხრივ ნორმალურია, მაგრამ დღეს, ოკუპირებული ტერიტორიების […]