ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ინიშნება

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ინიშნებაimedinews-ის წყაროს ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე ინიშნება. ის ამ თანამდებობაზე ანა დოლიძეს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში წარმომადგენლად დღეს დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, საიას ყოფილი თავმჯდომარე ამ ეტაპზე კომენტარებს არ აკეთებს.

ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მან ეს თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა. ნაცვლიშვილის კანდიდატურა მანამდე სახალხო დამცველის პოსტზეც განიხილებოდა.