ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გახარიას დანიშვნა შს სამინისტროში ერთადერთ მიზანს ემსახურება, ის ივანიშვილის გარემოცვის უახლოესი წევრია, ის აკონტროლებს ივანისვილის ბიზნესს რუსეთში და თავადაც აქვს ბიზნესი ოკუპანტ სახელმწიფოში. დეკანოიძის თქმით, გახარია ხელდასმულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მისი დანიშვნა ნათელ სხდის, რომ ივანიშვილი ყველა სამარტლებრივ სტრუქტურაზე ცდილობს გავლენის გამყარებას. – დიდი ხანი ვსაუბრობდით იმაზე, […]
კატეგორია: პოლიტიკა
მთავრობაში 18-დან 14 სამინისტრო დარჩება
პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთა. 18 სამინისტროდან 14 დარჩება. გიორგი კვირიკაშვილი: – ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული მორიგი დემოკრატიული არჩევნები, ამომრჩევლის მიერ გამოცხადებული უდიდესი ნდობა, გვანიჭებს მანდატს, შეუქცევადად განვაგრძოთ ჩვენს მიერ აღებული კურსი. მეტიც, გამოვაცხადოთ ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც კიდევ უფრო უკეთ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და მოემსახურება ჩვენს უმთავრეს მიზანს […]
ვინ არის მიხეილ ჩხენკელი – განათლების ახალი მინისტრის ბიოგრაფია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან მინისტრთა კაბინეტში გატარებულ ცვლილებებსა და სამინისტროების შემცირების შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გახლდათ. მისი ბიოგრაფიული მონაცემები კი ასეთია: მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან […]
კახა კალაძე მერიაში მივიდა
განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, სავარაუდოდ, მიხეილ ჩხენკელი დაინიშნება
განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მთავრობამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ გამართული კონსულტაციებისას არჩევანი სწორედ ჩხენკელზე შეაჩერა. მოკლედ: რომელი მინისტრები ტოვებენ კაბინეტს და რომელი სამინისტროები უქმდება ჩხენკელი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. […]
კონსტანტინე შარაშენიძემ ოზურგეთში არჩევნები მოიგო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე, სადაც ქართული ოცნება განმეორებით კენჭისყრას ითხოვს, საარჩევნო ოქმის მიხედვით, ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მოიგო. ამ უბანზე 712 ამომრჩეველი მივიდა, მათგან 280-მა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს მისცა, 394 ამომრჩეველმა კი დამოუკიდებელ კანდიდატს – კონსტანტინე შარაშენიძეს. ოქმი უკვე გადაგზავნილია ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიაში. ამ დროისთვის, ოზურგეთში 62 […]
“15 წუთში დავბრუნდები” – შარაშენიძემ მხარდამჭერების აქცია დროებით დატოვა
ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვან შეზვედრაზე მიდის და 15 წუთის განმავლობაში დაბრუნდება. მან მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. – მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ ნასაკირალში და ძალიან გთხოვთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. სამართალდამცველები ჩვენს გვერდით არიან. მე მივდივარ და 15 წუთში დავბრუნდები. კაცი, რომელიც არავის უნდა, ძალით მოჰყავთ, – […]
სკანდალი ოზურგეთში – “ოცნება” 59-ე უბანზე განმეორებით კენჭისყრას ითხოვს – ამ უბნის გარეშე სიორიძე 0,1%-ით იგებს
ქართული ოცნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის 59-ე უბანზე განმეორებით კენჭსყრას მოითხოვს. ამის შესახებ ქართული ოცნების ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა. ღურჯუმელიძის თქმით, ამ უბანზე უხეში დარღვევები დაფიქსირდა. “კერძოდ კომისიის წევრებზე ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს – გაბათიებულ ბიულეტენებზე გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, ასევე დღის განმავლობაში განხორციელდა კენჭისყრის შენობაში არაუფლებამოსილი პირების უკანონო შეჭრა, რის შესახებაც დილიდანვე დაიწერა საჩივრები. ჩვენ მოვითხოვთ […]
ოზურგეთში სიორიძე შარაშენიძეს 0,1%-ით უგებს – დასათვლელია 1 უბანი
ოზურგეთში სიორიძე შარაშენიძეს 0,32%-ით უგებს – დასათვლელი დარჩა 4 უბანი
დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი. არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია (მონაცემები განახლებადია) ქუთაისი (სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 115+1) “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ჭიღვარია – 86.64% “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 13.36% ყაზბეგი (დათვლილია 10 უბნიდან 10-ივე): “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი – 68.65% […]








