დღეს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში გაიმართა. მეორე ტური ჩატარდა: ქუთაისი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი, ყაზბეგი და მარტვილი.
არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია (მონაცემები განახლებადია)
ქუთაისი (სულ 124 უბნიდან მონაცემები დათვლილია 115+1)
- “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ჭიღვარია – 86.64%
- “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე – 13.36%
ყაზბეგი (დათვლილია 10 უბნიდან 10-ივე):
- “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი – 68.65%
- “დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატი სანდრო ყამარაული – 31.35%
ხაშური (დათვლილია 52 უბნიდან 52-ივე):
- “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი – 61.31%
- დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე – 38.69%
ოზურგეთი (სულ 62 უბნიდან მონაცემები დათვლილია 58 უბნის მიხედვით):
- “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე – 50.16%
- დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე – 49.84%
მარტვილი (დათვლილია 39 უბნიდან 39-ივე):
- “ქართული ოცნების” კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა – 93.04%
- “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მამუკა დანელია – 6.96%
ბორჯომი (სულ 30 უბნიდან მონაცემები დათვლილია 21 უბნის მიხედვით):
- “ქართული ოცნების” კანდიდატი ლევან ლიპარტია – 54.42%
- “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე – 45.58%
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო.

