ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიორგი ონიანის პატიმრობის პირობება გააპროტესტეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანიც. – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობს, სათითაოდ დააპატიმროს ყველა ის ადამიანი, რომელიც რეალურად არის პატრიოტულად განწყობილი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოს მომავალი, მისი დემოკრატიული განვითარება, – ამბობს […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: „თიანეთის მერიის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, გასუფთავებული დამხვდა“
ბიუჯეტი ფაქტობრივად გასუფთავებულია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა, რომელიც მერის თანამდებობაზე საქმიანობას გუშინ შეუდგა. როგორც თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, მას სხვადასხვა პრობლემა დახვდა, მათ შორის კი ყველაზე თვალსაჩინოა, წინასწარ ათვისებული თანხები და მერიის ავტოტრანსპორტის საგანგაშო მდგომარეობა. – სოციალური დახმარებებისთვის გათვალისწინებული თანხები მთლიანად ათვისებულია. ასევე პრაქტიკულად, დახარჯულია კულტურული ღონისძიებებისთვის, მათ შორის, საახალწლო ღონისძიებებისთვის […]
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. საკრებულოს სხდომაზე მისი კანდიდატურა უმრავლესობის წევრმა, მარიკა დარჩიამ წარადგინა. რეგისტრაცია გაიარა 45 დეპუტატმა, აქედან გიორგი ტყემალაძეს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო, დანარჩენმა 4-მა კი საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა. გიორგი ტყემალაძემ პირველ რიგში ახლად არჩეულ დეპუტატებს 21 ოქტომბრის არჩევნებში მიღწეული წარმატება მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მეხუთე […]
ფრიდონ ინჯია საკრებულოში ჩოხით მივიდა
თბილისის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაიწყო. სხომა კანონის მიხედვით,ცესკო-ს თავმჯდომარემ გახსნა. თამარ ჟვანიამ დეპუტატებს არჩევნების შედეგები გააცნო, რის შემდეგაც საკრებულოს საკუთარი უფლებამოსილება ცნო. თამარ ჟვანიას შემდეგ საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი წევრი, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია გაუძღვება. ინჯია სხდომაზე ჩოხით გამოცხადდა.
ჯეჯელავა სასწავლებლად მიდის – “ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე”
ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ის ამერიკაში სწავლის გაგრძელებას გეგმავს: – ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. ვასწავლიდი რამდენიმე უნივერსიტეტში და ვატარებდი ტრეინინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. გარდა ამისა, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სადოქტოროს გასაგრძელებლად ვიყავი მომზადებული, ამ გეგმამ დროში ცოტა გადაიწია, თუმცა ვაპირებ ჩავაბარო და აშშ-ში წავიდე […]
ლევან ხაბეიშვილი: „ნარმანიას მოადგილე ნიკოლეიშვილი იყო სუსის კადრი… ახლა კალაძის გაკონტროლებას აპირებენ“
ხუთი მოადგილე ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების დაპირების პარალელურად-საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი კალაძის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ მას ხარჯების შემცირება მართლაც სურს საკუთარი მოადგილეებიდან უნდა დაიწყოს. – ის რომ ხუთი მოადგილე დატოვა ეს უკვე ნიშნავს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ აპირებს. როცა მერად არჩევამდე დააანონსა, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას აპირებდა თუ ეს მართლაც სურს […]
ბეგლარ სიორიძემ 59-ე უბნის შედეგები გაასაჩივრა
თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ბეგლარ სიორიძე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაამარცხა, ბეგლარ სიორიძემ აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა: “მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ოლქის მასშტაბით ჩვენ გავიმარჯვეთ! მეორე ტურში 3000 ამომრჩევლით გაიზარდა ჩვენი მხარდაჭერა. ამ მომენტისთვის სადავო რჩება ნასაკირალის #59 უბნის შედეგები – სადაც ხმების დათვლის დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. საჩივარი შეტანილია და […]
ხმაური ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონზე შეჭრას ცდილობდნენ
ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონთან – „ქართული მარშის“ წევრები სტადიონთან იყვნენ მობილიზებულები. ქართული მარშის მომხრეები ქუთაისის სტადიონზე რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ სამართალდამცავები სტადიონზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ არეულობაში ადგილობრივი გულშემატკივარიც ჭყლეტაში მოხვდა. ქართული მარშის წევრებმა ლგბტ პირთა სიმბოლიკა დაწვეს. სტადიონზე დაახლებით 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ლგბტ პირთა წინააღმდეგ […]
რომან გოცირიძე – ”ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ რომან გოცირიძე თვლის, რომ სამინისტროების შემცირებაა აუცილებელი და არა მისი ორი ქუდის ნაცვლად ერთ ქუდში მოქცევა. როორც ენმ-ს წევრი წერს “ქართუს კლანი საოჯახო კლანმა შეცვალა”. “ეს ცვლილებები კიდევ უფრო ამყარებს ივანიშვილის ერთმმართველ რეჟიმს. როგორც ღარიბაშვილმა არ იცოდა, როდის მოხსნიდნენ, ისე კვირიკაშვილმაც სულ ბოლომ გაიგო, მინისტრებს როდის მოუხსნიდნენ. სამინისტროების შემცირება აუცილებელია და […]
კახა კალაძემ გუნდის წევრები დაასახელა
თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ ვიცემერი და მოადგილეები წარადგინა. კალაძეს სულ 5 მოადგილე ეყოლება. ვიცემერის პოსტს ირაკლი ხმალაძე დაიკავებს, რომელიც კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან: გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე და ირაკლი ბენდელიანი, რომელიც ასევე ენერგეტიკის სფეროში ეკონომიკური და ინფრასრუქტურული მიმართულებით მუშაობდა. მოადგილის პოსტი შეინარჩუნა გიგა ნიკოლეიშვილმა, რომელიც თბილისის […]










