კატეგორია: პოლიტიკა

ოზურგეთში კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, შეძახილებით ”არ დავუშვებთ გაყალბებას”

ოზურგეთში საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ, შეძახილებით ”არ დავუშვებთ გაყალბებას”. მსვლელობაში მონაწილეობს თავად მერობის კანდიდატი შარაშენიძე, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათი მოთხოვნაა ხმების ობიექტურად დათვლა. მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიორიძე გახდეს ქალაქის მერი, თუმცა არ დაუშვებენ მის გამარჯვებას და იქამდე იქნებიან შეკრებილი საარჩევნო კომისიის […]

ილია ელოშვილი თბილისის ვიცე-მერი გახდება

,,ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობლი გახდა ისიც, რომ თბილისის ვიცე-მერის პოსტს დაიკავებს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი. ნიუპოსტი

იან კელი სამთავრობო ცვლილებებზე – ”ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით”

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს ელჩმა იან კელიმ. იან კელის განცხადებით, საელჩო მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობისთვის. – ველოდებით ხვალინდელ დღეს უფრო კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან, ასე რომ ხვალინდელ დღეს ჩვენც ინტერესით ველით, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ. არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციები ეკონომიკისა და სოფლის […]

სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი ხაშურში შიდა ქართლის გუბერნატორს დაეძებენ

ამ წუთებში „ქართული მარშის“ ლიდერები, სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი ხაშურში რეგიონის გუბერნატორ კახა სამხარაძეს დაეძებენ. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, კორკოტაშვილი და ბრეგაძე აცხადებენ, რომ კახა სამხარაძე საარჩევნო უბნებზე დადის და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მერობის კანდიდატის, გიორგი გურასპაშვილი სასარგებლოდ ხმებს აგროვებს. კორკოტაშვილი და ბრეგაძე რეგიონის პირველ პირს მოუწოდებენ, რომ აგიტაციის ნაცვლად სხვა საქმით დაკავდეს. მარშის […]

კახა კახიშვილი და ვიქტორ დოლიძე მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ

ორი სამთავრობო უწყება – სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება. ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ. თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას […]

მამუკა ბახტაძე ახალი ფინანსთა მინისტრი გახდება

არსებული ინფორმაციით, მთავრობამ ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურებზე მსჯელობა დაასრულა და გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შეცვლის. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისას, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა […]

ოზურგეთში ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლებმა სოფელ შრომის საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეომასალა გაასაჯაროვეს, რომლის საფუძველზეც ისინი ამტკიცებენ, რომ უბანზე, ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ კომისიის წევრმა, რომელიც უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ერთ-ერთ ამომრჩეველს 20 ლარი გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ, მოქალაქემ საკუთარი ხმა დააფიქსირა. კომისიის წევრი ამტკიცებს, რომ […]

კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოს

კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭო და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში განიხილება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შსს-დან გასვლისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფარგლებში ჩამოყალიბების საკითხი. დაუდასტურებელი ცნობით, რეფორმირებულ უწყებას გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც შს მინისტრის პოსტს დატოვებს. ინტერპრესნიუსი

კონსტანტინე შარაშენიძე – ”სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევა იგეგმება”

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. – დარღვევები ძალიან ბევრია. შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩვენმა ვიდეოკამერამ ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევა იგეგმება სხვადასხვა მეთოდებით, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით, – ამბობს კონსტანტინე შარაშენიძე. ქართული ოცნების კანდიდატმა ბეგლარ […]

მიხეილ ჯანელიძე მთავრობაში ცვლილებებს ადასტურებს – ”დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერის პრეროგატივაა”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა, დეტალების შესახებ არ უსაუბრია. – მე შემიძლია დაგიდასტუროთ რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება, ამას პრემიერი გააჟღერებს, – განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა […]