შალვა ნათელაშვილის განცხადებას ფეისბუქის მეშვეობით პასუხობს ,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. ნათელაშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების მოსაპოვებლად ივანიშვილი-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპაერატისტულ ორგანიზაციებს გაურიგდა.,,კეთილი რჩევა შალვა ნათელაშვილს: ა) შალვა, შენნაირი გამოცდილი პოლიტვაჭარი რომ სხვებზე საუბრობ, სასაცილოა. ბ) არასდროს გამიცია შენთვის პასუხი, მამაჩემის პატივისცემის გამო, რომელიც ახლოს გიცნობდა, მაგრამ ყველა ზღვარს გადააბიჯე. ახლა […]
კატეგორია: პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: ,,ჩადენილია სამშობლოს ღალატი… ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა სეპარატისტულ ორგანიზაციებს”
„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი, მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს. განცხადება შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. – ადგილობრივი არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, საუბედუროდ, ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი. ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს და ხმების სანაცვლოდ დღეს პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია ამ […]
რამაზ საყვარელიძე: “ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა”
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის, ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა? – არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის […]
გოკა გაბაშვილი – “კალაძე ერთ-ერთი ყველაზე ნეპოტური, კლანური და კორუფციული ტიპაჟია „ქართულ ოცნებაში“
პარტია “ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის ახლადარჩეული მერი საკადრო ცვლილებებს საკუთარ თავს და გარემოცვას მოარგებს. გოკა გაბაშვილის თქმით კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ნეპოტური, კლანური და კორუფციული ტიპაჟი „ქართულ ოცნებაში“: „კალაძე არის ერთ-ერთი ყველაზე ნეპოტური, კლანური და კორუფციული ტიპაჟი „ქართულ ოცნებაში“, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი მისი ცვლილებები იქნება დაკავშირებული, კერძოდ მასთან დაკავშირებული ადამიანების დაწინაურებასთან, რის […]
ოპოზიციური პარტიები ფოთის საოლქო კომისიაში შეჭრას ცდილობენ
ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფოთის #70 საოლქო-საარჩევნო კომისიაში შეჭრას ცდილობენ. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ #31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები #31 უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში მმართველი გუნდის სასარგებლოდ ათობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ბრალდების ადრესატი უარყოფს. – საოლქო საარჩევნო […]
გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში არ გავლენ – ნაციონალებმა ბოიკოტი გამოაცხადეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩატარებული პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს მეორე ტურში ქუთაისის მერობისთვის ბრძოლაში გრიგოლ ვაშაძე და მარტვილში მამუკა დანელია უნდა დაპირისპირებოდნენ.
არჩილ გამზარდია – ”თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ლიდერი გახდება”
არჩილ გამზარდიამ კახა კალაზის თბილისის მერად არჩევა ფეისბუქზე ასე შეაფასა: ”საინტერესოა, გახდება “ქართული ოცნების” შემდეგი ოპოზიცია ახალი არჩეული მერი? გუნდს რომ ქმნის ნელ-ნელა, მოჩანს კონტურები, ლეგიტიმაცია ხალხისგან მიიღო. “ქართული ოცნება” ამ სავაჭრო ნიშნით 2020-ში ვეღარ შევა პომპეზურად, მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნების წარმატებისა. მე მგონია, რომ მომავალი ოპოზიციური ლიდერი აირჩია მერად თბილისმა. :)”
ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე – კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეები
მედიაში უკვე სახელდება კონკრეტული გვარები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში კახი კალაძის მოადგილეების პოსტს დაიკავებენ. თბილისის ახლადარჩეული მერის მოადგილეები, სავარაუდოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან. მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მოამზადეს თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული და ეკოლოგიური მიმართულების […]
თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს
თბილისის საკრებულოში ნიკა მელიას ნაცვლად, შესაძლოა, მარიკა დათუკიშვილი შევიდეს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ხუთი მანდატი აიღო. პარტიული სიის სათავეშია ნიკა მელია, რომელიც იმავდროულად, პარლამენტის წევრია. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მელია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუ მელია საკრებულოში რიგით წევრად არ შევა და პარლამენტში დარჩება, მას სიით ადგილმონაცვლე მარიკა დათუკიშვილი შეცვლის. […]
ირაკლი ხმალაძე ვიცე მერი გახდება? – ვის წაიყვანს კახა კალაძე მერიაში
თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში საკუთარი გუნდით მივა. არაოფიციალურად უკვე სახელდება რამდენიმე პირი, რომლებიც თბილისის მერიაში, სავარაუდოდ, კალაძის გუნდის წევრები იქნებიან. უფრო კონკრეტულად, არსებული ინფორმაციით, კალაძე მერიაში ირაკლი ხმალაძის, მაია ბითაძის, ლაშა კვანტალიანისა და თემურ ბოლოთაშვილის წაყვანას გეგმავს. ირაკლი ხმალაძეს ენერგეტიკის მინისტრად მუშაობისას კალაძის მოადგილის თანამდებობა ეკავა. წინასაარჩევნო პერიოდში მან აღნიშნული პოსტი […]










