შალვა ნათელაშვილი: ,,ჩადენილია სამშობლოს ღალატი… ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა სეპარატისტულ ორგანიზაციებს”

შალვა ნათელაშვილი: ,,ჩადენილია სამშობლოს ღალატი... ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა სეპარატისტულ ორგანიზაციებს”„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში, „ევროპულ საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“ კი, მმართველ გუნდთან გარიგებაში ადანაშაულებს. განცხადება შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

– ადგილობრივი არჩევნების მასობრივ გაყალბებასთან ერთად, საუბედუროდ, ჩადენილია სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი.

ივანიშვილ-ბოკერია-თარხანმოურავის ალიანსი გაურიგდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოქმედ სეპარატისტულ ორგანიზაციებს და ხმების სანაცვლოდ დღეს პეტროსიანის ჯგუფი, რომლის მიზანია ამ კუთხის საქართველოდან მოწყვეტა, ოფიციალურად მოღვაწეობს თვითმმართველობის ორგანოებში. ამას შეიძლება მოჰყვეს განუსაზღვრელი შედეგები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის. მე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ შერჩენიათ ოდნავ მაინც პატრიოტიზმის ნატამალი, ადამიანობის ელემენტები, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ არჩევნების შედეგები, რომელიც გადანაწილდა ამ პარტიაზე და სადაც არც სომხებს და არც ქართველს არაფერი არ ჰკითხეს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.