კატეგორია: პოლიტიკა

კახა კალაძე:  “როდესაც არჩევნები დასრულებულად გამოცხადდება, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს”

კახა კალაძის თქით ის საკუთარ გუნდს მას შემდეგ წარადგენს, როდესაც კანონის შესაბამისად საქმიანობის დაწყების უფლება მიეცემა. თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც კახა კალაძეს წინასაარჩევნოდ ქონდა წარდგენილი: – უნდა დასრულდეს არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში ტარდება მეორე ტური […]

NDI: “ვიმედოვნებ მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში”

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა არჩევნების შეფასებისას თქვა: – ყველაზე ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ხდება ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება. ეს არ არის ახალი საქართველოსთვის. მე ბოლო 10-15 წელია ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში და ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ეს აღარ იქნება დღის წესრიგში,- განაცხადა ეკლუნდმა.

ნარმანია: კალაძეს ვაბარებ უფრო წინ წასულ ქალაქს, ვიდრე მე გადმოვიბარე

თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომლის შედეგადაც, ნარმანიას შეფასებით ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც ნარმანიამ თქვა, ის ახალ მერს ბევრად უფრო წინწასულ ქალაქს ჩააბარებს, ვიდრე მან მიიღო 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. “მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, […]

ნინო ბურჯანაძე – ”ბიძინა ივანიშვილმა და გიგა ბოკერიამ საჩხერე გაინაწილეს”

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ივანიშვილმა ბრძანება გასცა, რომ სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად „ევროპული საქართველოსთვის“ ხმების ხელოვნური მომატება მომხდარიყო. – საჩხერის საარჩევნო უბნებზე მიღებული შედეგების ელემენტარული ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა მეორე ადგილზე გაეყვანა ”ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას ნაციონალური-მოძრაობა“. მოხდა გარიგება ბოკერიასა და ივანიშვილს შორის. უბრალოდ მათ იმდენიც ვერ გააყალბეს, რამდენის სურვილიც ჰქონდათ. კერძოდ, საჩხერის […]

ცესკო – თიანეთში ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით მოუგო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა არჩევნებში თამაზ მეჭიაური დაამარცხა. ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20-ვე დათვლილია. მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50,3% – ლელა ქიტესაშვილმა, ხოლო 49,97% თამაზ მეჭიაურმა აიღო. ქიტესაშვილმა 3.081 ხმა, ხოლო მეჭიაურმა 3.077 ხმა მიიღო. ამავე მონაცემებით, თიანეთში არჩევნების მეორე ტური გამოირიცხა.

ქუთაისში მეორე ტური იქნება – ჭიღვარია ვაშაძის წინააღმდეგ

დიდი ალბათობით, წინასწარი შედეგების თანახმად, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება. ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.61%, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 27.05% მიიღო. ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის, 124-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა და მონაცემების მიხედვით, ვერც ერთმა მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.

ალეკო ელისაშვილი: “თუ კალაძე მოახერხებს, რომ ეს ქალაქი გახდეს უკეთესი, მე მხოლოდ მივესალმები”

არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. ალეკო ელისაშვილმა რომელმაც ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ხმების 17% მიღება შეძლო და მეორე ადგილზე გავიდა, თავის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აქცენტი არჩევნებში უთანასწორო ბრძოლაზე გააკეთა: – ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ათიათასობით ადამიანის, თბილისელების მხარდაჭერა, რომლებიც მოვიდნენ და ხმა ჩემს გუნდს და მე მომცეს. მათ ხმა მისცეს უკეთეს […]

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი გარემოცვის სამი წევრი გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს“

– ჩემი მეგობარი, დონბასის ომის გმირი დავით მაყიშვილი, ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე და საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი ქუჩაში გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. – ჩემი მეგობარი, ქართული არმიის პოლკოვნიკი და უკრაინის აღმოსავლეთში ომის აქტიური მონაწილე, უკრაინის ეროვნული […]

წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია შედის

ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 53.56 % (151 899 ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.21% (48796 ხმა); “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 8.94% (25 355 ხმა); “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.49% […]

ქართული ოცნების ბათუმის ოფისში საზეიმოდ ტორტი გაჭრეს

ბათუმში ქართული ოცნების ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ. იქ იმყოფებიან მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი და მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძეც, ასევე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები. საზეიმოდ დაიჭრა ტორტიც. შიდა კვლევებზე დაყრდნობით შტაბში აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოცნების მერობის კანდიდატმა,  ლაშა კომახიძემ 55%-ით გაიმარჯვა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი […]