უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ “თიანეთი არ იმსახურებს ლოთ და კორუმპირებულ მერს”. დეპუტატმა “იმედთან” საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუსაქმებელი მეჭიაური, ნათესაობის გამო, თავად მოახვედრა პარლამენტში. მისივე თქმით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით ორი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შესაძლებლობა წაართვა. – სასამართლო დავაში მხარეს არ წარმოვადგენ, არც […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება კაპოტზე აღნიშნა – “კაპოტზე მოქეიფეების დროა და არა კინტოების” – ვიდეო
თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს. – ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, “კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა […]
ლელა ქიტესაშვილი – ”თიანეთის მერობისთვის ბრძოლას გავაგრძელებ”
– ვფიქრობ, გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას. ამის შესახებ თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა, მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც თიანეთის მერის არჩევნებში 1 ხმით თამაზ მეჭიაური იმარჯვებს. ლელა ქიტესაშვილი მიიჩნევს, რომ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო ლოგიკური იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება. – უფრო ლოგიკურად მეჩვენებოდა, არჩევნების განმეორებით ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულიყო, ეს უფრო ღირსეული […]
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა. მეჭიაური გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.
ქუცნაშვილი: მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა ალალი და-ძმანი იყვნენ და ამიტომ მივიყვანე “ოცნებაში”
– თამაზ მეჭიაურმა რამდენჯერმე მთხოვა მიმეყვანა “ქართულ ოცნებაში”. მიუხედავად იმისა, რომ ექვსპარტია გამონაცვალი იყო და არასტაბილური იმიჯის მქონეა, ვთხოვე, რომ მიგვეღო და ჩაგვერთო პროცესებში, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “რუსთავი 2″თან. იქვე განმარტა, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. – თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმანი. და ეს ნათესაური კავშირი, მე როგორც მთიელს, მავალდებულებს […]
კახა კალაძე: “აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები“
მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის არჩეული კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება: – აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები. ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. ამ რეფორმებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მოგვენიჭება, – განაცხადა კალაძემ.
გია ხუხაშვილი: „ვერც ალეკო ელისაშვილში და ვერც პრეზიდენტში სისტემური პოლიტიკოსი ვერ დავინახე“
ალეკო ელისაშვილს, როგორც სისტემურ პოლიტიკოსს სკეპტიკურად ვუყურებ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. – მისი არჩევანის ლოგიკა მესმის, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებ როგორც სისტემურ პოლიტიკოსს. პარტიული მშენებლობა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი, ეს ძალიან ბევრ ისეთ თემასთან და თვისებებთან არის დაკავშირებული, რაც ელისაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს. […]
კორკოტაშვილი კალაძეს: „შე კაი დედმამიშვილო, სამი ვაჟის მამა ხარ, ასე გინდა თბილისელებს თავი მოაწონო?!“
გია კორკოტაშვილი კახი კალაძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა თბილისელებისთვის თავის მოწონება, არაპოპულარული განცხადებით დაიწყო. კორკოტაშვილი ამბობს, რომ კალაძემ ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა: „შე კაი დედმამიშვილო, სამი ვაჟის მამა ხარ, ასე გინდა თბილისელებს თავი მოაწონო?!“, – განაცხადა კორკოტაშვილმა გადაცემა “რეაქციაში”. კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი […]
ქუმსიშვილი კალაძის წინააღმდეგ – “კალაძემ კოორდინატორი ქალის ძეგლი უნდა აღმართოს “
ლეიბორისტული პარტიის წევრი, მიხეილ ქუმსიშვილი, თვითმმართველობის გაყალბებაზე არჩევანის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, მმართველი გუნდის შემოწირულობა 13 მილიონს აღემატებოდა, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის – პატრიოტთა ალიანსის შემოწირულობა 1 მილიონს აჭარბებდა და მის პარტიას საარჩევნო კამპანია რომ ეწარმოებინა, მხოლოდ 20 ათასი ლარი ჰქონდა. „ადგილი ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობით დარღვევებს, როგორც კენჭისყრის დროს, ასევე ხმის დათვლის პროცედურებშიც,“ – განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა. ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მმართველი […]
თამაზ მეჭიაური – “ქუცნაშვილი ოროთახიანი “ხრუშჩოვკიდან” მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე”
თამაზ მეჭიაურის შესახებ ისაუბრა რუსთავი 2-ის თოქშოუ ,,არჩევანის“ ეთერში ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2012 წელს მეჭიაურმა შანტაჟის გზას მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილს ის საპარლამენტო სიაში ჩაეწერა. მან ისაუბრა თამაზ მეჭიაურის ქართულ ოცნებაში მისვლასა და მისდამი გაწეულ დახმარებაზე. ის აცხადებს, რომ მეჭიაურის მამა და მისი ბებია და-ძმანი არიან. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის მთიელი კაცია და თავს […]










