ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფოთის #70 საოლქო-საარჩევნო კომისიაში შეჭრას ცდილობენ. ისინი კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც მათ უარი ეთქვათ #31-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობაზე და გაუქმებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლაზე.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები #31 უბნის თავმჯდომარეს, საარჩევნო ყუთში მმართველი გუნდის სასარგებლოდ ათობით ბიულეტენის ჩაყრაში ადანაშაულებენ, რასაც ბრალდების ადრესატი უარყოფს.
– საოლქო საარჩევნო კომისიას მოვუწოდებთ, კანონის ფარგლებში იმოქმედოს. ველოდებით შედეგს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, – განაცხადა ,,ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ დარცმელიძემ.
ინტერპრესნიუსი

