რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. ტაქტიკური სწავლება ცაბალის პოლიგონზე იმართება. წვრთნების ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ. „საბრძოლო სროლის ეტაპის ფარგლებში მოტომსროლელები სატანკო და საარტილერიო დანაყოფებთან ერთად დაახლოებით ათას სამიზნეს გაანადგურებენ. სამიზნეები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის, ჯავშანტექნიკისა […]
კატეგორია: პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე ”ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. განცხადება ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირკაშვილმა გააკეთა. – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე […]
კახა კალაძე ნაციონალებზე – ”ეს იყო მარგინალების აქცია”
ცოტა ხნის წინ კახა კალაძე ამომრჩეველთან შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ “მარგინალები” და “გაკოტრებული პოლიტიკური პარტია” უწოდა და თქვა, რომ ეს პარტია მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და ებრძვის ქალაქის წინსვლას. – არავის არ მივცემთ იმის ფუფუნებას, იმის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური განვითარების გზაზე მდგარ ქვეყანას ხელი შეუშალონ. ეს არის […]
ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილს – ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებაზე, თორემ 21 ოქტომბერს ისევ აქ მოვალთ!
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეები სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეებს სიტყვით ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა. მან ასევე გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი არ წაუცდეს 21 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისკენ. – ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო უბნების დარბევისაკენ. ხელი არ წაგიცდეთ, რომ მოპაროთ ხმა საქართველოს მოსახლეობას, […]
ნაციონალები ბიძინა ივანიშვილს სახლში მიადგნენ – ზაალ უდუმაშვილი: ”აქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა, რომელიც შემოსეულია მთელ საქართველოზე”
ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეები სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან. თავდაპირველად გაცხადებული გეგმის მიხედვით, საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, აქციის მონაწილეების გეგმები მოგვიანებით შეიცვალა და მსვლელობა, რომელიც „რუსთაველის“ მეტროსთან დაიწყო, ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება. აქციის მონაწილეთა მთავარი ლოზუნგია “გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად”. პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის […]
,,მზად ვარ, უარი ვთქვა რუსეთში ჩემს ბიზნესზე…“ – მამუკა გამყრელიძემ პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა
ვახუშტი მენაბდე: „წლების შემდეგ წინ ალბათ კიდევ ერთი კონსტიტუციური პროცესი გველის“
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს ეხმაურება. შეფასებით განცხადებას კონსტიტუციონალისტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ვახტანგ მენაბდე სამწუხაროს უწოდებს კონსენსუსის ვერ მიღწევის ფაქტს და ამბობს, რომ წლების შემდეგ წინ კიდევ ერთი კონსტიტუციური პროცესი გველის. – გუშინ პარლამენტმა ვეტო დაძლია, ცოტაც და ახალი კონსტიტუცია გვექნება, რომელიც ერთ წელიწადში ძალაში შევა. პირველ რიგში პროცესზე უნდა ითქვას, […]
თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს
თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა […]
მიხეილ სააკაშვილს უკრაინამ პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრა. კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში უარს ამბობენ რეაგირება მოახდინონ მის მოთხოვნაზე და ვადები, რომლის ფარგლებში რეაგირება უნდა მოეხდინათ, უკვე ამოწურულია. მისი თქმით, სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, რათა აღადგინოს უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო […]
საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაძლია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.










