კატეგორია: პოლიტიკა

დეპუტატ  იოსებ მაკრახიძის მეუღლის ფირმას წყალტუბოში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა

წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4.453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ,,შარას” მიწის ნაკვეთი მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადაეცა, სადაც 2 წლის ვადაში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო უნდა შეიქმნას. კომპანიისთვის მიწის ნაკვეთისა და 1.210 კვ.მ განაშენიანების შვიდი შენობა-ნაგებობის პირდაპირი […]

ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნება” კონსტიტუციით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს“

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ”როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მოირგოს მმართველმა გუნდმა, ისინი ამით ხელისუფლებას ვერ გაიხანგრძლივებენ”. როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება ცნობილია, ოპოზიციამ ყოველ ჯერზე უნდა დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. – უმრავლესობის პოზიცია სამწუხაროდ დიდი ხანია ცნობილია, ისინი მიდიან საერთაშორისო აზრის, რაც მთავარია ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის, ზოგადად […]

ნარმანიას გერმანიაში ელჩად არ ნიშნავენ

თბილისის მერი დავით ნარმანია ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე, არ ადასტურებს და ამ ინფორმაციას “ჭორს” უწოდებს. “ეს არის ნამდვილად ჭორი”, – ამბობს ნარმანია და დასძენს, რომ ამ საკითხზე პარტიაში კონსულტაციები არ გამართულა. დავით ნარმანიამ დღეს ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული კვირეული გახსნა. ნარმანიას შესაძლო ელჩობის შესახებ ინფორმაცია 11 ოქტომბერს არც მთავრობის წევრებმა არ დაადასტურეს. გერმანიაში […]

სალომე სამადაშვილმა გია ვოლსკის უჩივლა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების” წევრს, გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა. სამადაშვილი ვოლსკის კნინობითი ფორმით მიმართვაში ადანაშაულებს. საქმე ეხევა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს მათ ურთიერთშელაპარაკებას.ვოლსკიმ სამადაშვილს სიტყვით “გოგო” მიმართა, რის შემდეგად ოპოზიციის წევრმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ნიუპოსტი

მარგველაშვილი – უკვე 4 წელია, რაც ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს

– უკვე ოთხი წელია, რაც ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ მაქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსული ტელეარხი Дождь-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის დეტალებში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან ეს პირადი საკითხია. – არასოდეს განმიხილავს ურთიერთობები მედიაში. ვფიქრობ, ამის განხილვა არც არის საჭირო, ვინაიდან ეს არის სახელმწიფო მოხელესა და ერთი მოქალაქის ურთიერთობები. ეს მხოლოდ […]

„დატოვოს ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“

საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს რადიკალები და პროვოკატორები უწოდა. მისივე განცხადებით, პოლიციაც და საკრებულოს თავმჯდომარეც სრული კანონის დაცვით მოქმედებდნენ. რამდენად იყო ასე და რომელი მხარის მიერ დაირღვა კანონი? – ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით იყო გაკეთებული, […]

მარგველაშვილი – რუსულ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ

რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. – რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ […]

თინა ბოკუჩავა – მიშას რომ დაეჭირა ივანიშვილი ან ქვეყნიდან გაეგდო, მაშინ შეიძლებოდა პარალელებზე საუბარი

– ეს არ არის ნორმალური არჩევნები, რომელსაც “ქართული ოცნება” ატარებს. ეს არის არჩევნები, სადაც კანდიდატებს იჭერენ, სადაც კანდიდატებს ისე ხსნიან რეგიონებში, რომ უცებ გადაწყვეტენ ისინი, აღარ იყარონ კენჭი და ეს ხდება იმიტომ, რომ სუსი პირდაპირ აშინებს ან ძალადობით, ან სამსახურიდან გაგდებით, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა თინა ბოკუჩავამ დიანა ტრაპაიძის გადაცემაში. მისი თქმით, ეს არის […]

კოტე იოსელიანი – თავს დამესხა 15 კაცი და ყველას ჰქონდა მელორ ვაჩნაძის სახე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, გუშინ საკრებულოს შენობასთან მისი დაკავება უკიდურესი ძალადობის ფონზე მოხდა. როგორც კოტე იოსელიანმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მას დაახლოებით 15 ადამიანი დაესხა თავს. – ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან. ეს იყო არნახული ძალადობით განხორციელებული დაკავება. მარტო ვიდექი, როცა თავს დამესხა 15-მდე ადამიანი. თავიდან ვერც კი […]

პუშკინის სკვერთან ერთად ივანიშვილს გუდიაშვილის ქუჩაც გადაეცა?

ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის გადაცემის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, აღნიშნულ 1900 მ/ კვ ფართობში შედის პუშკინის სკვერის მიმდებარედ გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც, რაც დგინდება იმ საკადასტრო კოდით, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. თუკი საკადასტრო კოდს ჩავწერთ საძიებო სისტემაში. აღმოჩნდება, რომ გასხვისებულ ტერიტორიას ეკუთვნის გუდიაშვილის ქუჩის ნაწილიც. ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულოს […]