„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ უპასუხა. მისი თქმით, მამამისს პროვოკაცია მოუწყვეს. – მამაჩემს პროვოკაცია მოუწყეს, აგინეს და მიაყენეს შეურაცხყოფა ქებურიას მეუღლემ და ალიკა ღვინჯილიამ. მამაჩემმა მაქსიმალურად შეიკავა თავი და გამოიჩინა მოთმინება, შეაგინეს, მიაყენეს შეურაცხყოფა. რომელი ადამიანი მოითმენს ამას. მამაჩემს ზონდერს ეძახის გია ჯიქია და ალიკა ღვინჯილია, რომლებიც თავის დროზე მეგის […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლელა ქებურია – “ალიკა ღვინჯილია “ოცნების” კანდიდატმა ზვიად ყორშიამ, რუბენ შელიამ და სხვებმა სცემეს”
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ერგეტის იცნიდენტში მონაწილე პირები დაასახელა. მერობის კანდიდატის თქმით, მის ქმარს და პარტიის აქტივისტს „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყორშია და ქართული ოცნების შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინი მიქაია, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა გაუსწორდნენ. – […]
საარჩევნო სუბიექტებმა თითქმის 13 მილიონის შემოწირულება მიიღეს, აქედან თითქმის 12 მილიონი – “ქართულმა ოცნებამ”
1 ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა. „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში 11,640,441.00 ლარის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ“ – 931,083.95 ლარი ნაციონალურმა მოძრაობამ – 108,149.21 ლარი „პატრიოტთა ალიანსმა“ – 63,142.00 ლარი „ახალმა საქართველომ“ […]
ნატა ფერაძე ელისაშვილს მხარს აღარ უჭერს – “კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო”
„პარტიზანი მებაღეების“ ხელმღვანელი ნატა ფერაძე, რომელიც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა, აცხადებს, რომ ელისაშვილის ქმედებებმა და გამონათქვამებმა საკუთარ არჩევანში დააეჭვა. – აი, ხომ უნდა მოახერხო, ასეთი მოტივირებული ამომრჩეველი ბოლო კვირას გადაუწყვეტელად მაქციო? კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო, რომ საქმის არმცოდნე პოპულისტს ვუჭერდი მხარს. პოლიტიკა კი არასოდესაა იდეალური და ყველასთვის […]
მორიგი დაპირისპირება სემეკში – გუგავას სხდომა დაატოვებინეს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრები მივიდნენ.მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა კომისიის წევრებისთვის ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს. სემეკის წევრებმა გუგავას განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს.
მამუკა გამყრელიძე: „როცა რუსეთის მოქალაქე აღარ ვიქნები, პოლიტიკაში მაშინ მოვალ“
ყოფილი დიპლომატის, მამუკა გამყრელიძის განცხადებამ, რომ ის დღესაც რუსეთის მოქალაქეა და იქ უძრავ ქონებას ფლობს, საზოგადოებაში დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ახალი თაობა“ ამ და სხვა საკითხებზე მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, ძალიან ბევრმა გაგაკრიტიკათ იმის გამო, როდესაც განაცხადეთ, რომ თქვენ რუსეთის მოქალაქე ხართ და იქ უძრავ ქონებასაც ფლობთ. ითქვა ისიც, რომ თავის დროზე სწორედ […]
ანზორ აბრალავა: „ნაცმოძრაობა რევოლუციის იმიტაციას ახდენს“
ბოლო დროს საქართველოში მომრავლებული ქუჩის აქციების ორგანიზებას ახდენენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – აქციების მოწყობაში განსაკუთრებულად აქტიურია ნაციონალური მოძრაობა. ძალებს არ იშურებენ ასევე ამ პარტიიდან გამოყოფილი ორგანიზაციები. ეს ერთნაირი მენტალობის ხალხია. 20 და 25 წლის წინ ზოგი […]
კალაძე ელისაშვილს – “ღირსებაზე როგორ მელაპარაკები, არ გრცხვენია? თვალებში შემომხედე!”
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრის მიზეზი. განცხადება ალეკო ელისაშვილმა „არჩევანში“ ჟურნალისტის ნოდარ მელაძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა რა მიზეზით შეხვდა ის ირაკლი ოქრუაშვილს. ალეკო ელისაშვილის თქმით მისი გაცნობა სურდათ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრებს და მას შეხვედრის თხოვნით მიმართა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა. ალეკო ელისაშვილის განცხადებით მას, რომ რაიმე სახის კონსპირაციული შეხვედრა […]
ნიკა მელიამ და მისმა მომხრეებმა სამეგრელოში გზა გადაკეტეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეკრებილმა მოსახლეობამ ზუგდიდთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. მანამდე, აქციის მონაწილეები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან ნიკა მელიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ინტერპრესნიუსი
„ენმ”-ის ზუგდიდის მაჟორიტარობის 4-მა პოლიტიკოსმა კანდიდატურა მოხსნა
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებმა კანდიდატურები მოხსნეს. გელა თოლორაიამ, ლევან მაქაცარიამ, გოდერძი კუკავამ და გიორგი თოფურიამ, საარჩევნო ადმინისტრაციას უკვე მიმართეს. ცესკოში განმარტავენ, რომ პროცედურულად გადაწყვეტილება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ადასტურებენ. „მართალია, არჩევნებიდან მოხსნის შესახებ მათი განცხადება დაგვიანებულია, თუმცა ფაქტს ვადასტურებთ,” – აცხადებენ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსების სახელები და […]










