ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილს – ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებაზე, თორემ 21 ოქტომბერს ისევ აქ მოვალთ!

ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილს - ხელი არ წაგიცდეთ არჩევნების გაყალბებაზე, თორემ 21 ოქტომბერს ისევ აქ მოვალთ!ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეები სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან იმყოფებიან. აქციის მონაწილეებს სიტყვით ენმ-ს პოლიტსაბჭოს ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა.

მან ასევე გააფრთხილა ბიძინა ივანიშვილი, რომ ხელი არ წაუცდეს 21 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისკენ.

– ხელი არ წაგიცდეთ, ბატონო ბიძინა, 21 ოქტომბერს გაყალბებისკენ, ხელი არ წაგიცდეთ საარჩევნო უბნების დარბევისაკენ. ხელი არ წაგიცდეთ, რომ მოპაროთ ხმა საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის თბილისში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არც ბატონ კვირიკაშვილთან, არც საკრებულოსთან, არც ნარმანიასთან და კალაძესთან კი არ მივალთ, აქ მოვალთ 21 ოქტომბერს, – აცხადებს მელია.

ნიუპოსტი