რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებს

რუსეთი აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს ატარებსრუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა.

ტაქტიკური სწავლება ცაბალის პოლიგონზე იმართება. წვრთნების ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ.
„საბრძოლო სროლის ეტაპის ფარგლებში მოტომსროლელები სატანკო და საარტილერიო დანაყოფებთან ერთად დაახლოებით ათას სამიზნეს გაანადგურებენ. სამიზნეები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციის, ჯავშანტექნიკისა და ცოცხალი ძალის იმიტაციას მოახდენენ“, – განაცხადა ასტაფიევმა.
სწავლებებში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, „დოზორი“-ს ტიპის დაჯავშნული სადაზვერვო მანქანები და „გრად“-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მონაწილეობს.

ინტერპრესნიუსი