კატეგორია: პოლიტიკა

ნიკა რურუა – „ივანიშვილს ჰყავს 14 მფრინავი აპარატი და ქვეყანა მეზობელ ქვეყნებში ვერტმფრენების სამათხოვროდ დადის“

ბიძინა ივანიშვილის სახელზე რეგისტრირებული მი-8 ტიპის ვერტმფრენები – ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცედურებში აღნიშნული ვერტმფრენების გამოუყენებლობას ოპოზიციის რიგებში ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი ქონება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფოს უსაფრთხოება: – ჩვენი ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, მისი უსაფრთხოება, მისი ქონების საკითხი, ვიდრე სახელმწიფოს […]

საქართველოში ასობით ამერიკელი ჯარისკაცი ჩამოვიდა

ერთობლივი სწავლება “Agile Spirit 2017”-ის ფარგლებში, საქართველოში 500-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა. ამის შესახებ haqqin.az პენტაგონზე დაყრდნობით წერს. მანამდე საქართველოს თავდაცვის სამნისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2017” 3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში გაიმართება. სწავლება ოფიციალურად ორფოლოს პოლიგონზე 3 სექტემბერს გაიხსნება. მრავალეროვნული სწავლება […]

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ირაკლი მექვაბიშვილი უხელმძღვანელებს

მმართველ გუნდში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი ხელმძღვანელის კანდიდატურა უკვე შერჩეულია. პირველი არხის ინფორმაციით, უმრავლესობაში აუდიტის სამსახურის მომავალ ხელმძღვანელად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა განიხილება. პარლამენტი მომავალ კვირაში, საგაზაფხულო სესიას გახსნის, სადაც ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა დამტკიცდება. რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს […]

გასულ წელს გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა 82.800 ლარი შეადგინა – როგორ შეიცვალა პრეზიდენტის ქონება 1 წლის განმავლობაში

ქონებრივ დეკლარაციის შევსების ვალდებულება საქართველოში 2.800-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს. მათ შორის არიან: პრეზიდენტი, პარლამენტის წევრები, მინისტრები და მათი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბჭოს წევრები და ა.შ. ჩვენ გადავწყვიტეთ გვენახა, როგორ შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტის ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აღმოჩნდა, რომ გასულ წელს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა 82.800 ლარი შეადგინა. აქვე ირკვევა, რომ დუშეთში მან […]

კახა ოქრიაშვილის მეუღლის, ლინა თოფურიას კომპანიამ, „ქართულ ოცნებას“ 120 ათასი ლარი შესწირა

ტენდერებით გამდიდრებული “ქართული ოცნების” შემწირველები სახელისუფლებო პარტიის – “ქართული ოცნების” შემწირველებს შორის ის კომპანიები არიან, რომლებიც მილიონობით ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერებს იგებენ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც 2012 წლამდე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სწირავდნენ და მათი პოლიტიკური სიმპათიები ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოდან 14 აგვისტომდე “ქართულ ოცნებას” შვიდმა […]

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის საკრებულოს არჩევნებში აპირებს მონაწილეობას

ბრიტანელი ჟურნალისტი ჯოსეფ ალექსანდერ სმიტი თბილისის საკრებულოს არჩევნებში, დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატად კენჭისყრას გეგმავს. ის თითქმის 5 წელია საქართველოში ცხოვრობს. ამის შესახებ სმიტმა საკუთარ facebook გვერდზე დაწერა. “ძვირფასო მეგობრებო, აქამდე ჩემი გეგმების გამჟღავნებისგან თავს ვიკავებდი, მაგრამ დადგა დრო, რომ გითხრათ რა ხდება და დახმარებაც გთხოვოთ. საკრებულოს არჩევნებში ვაპირებ კენჭისყრას, საბურთალოს ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებელ უპარტიო კანდიდატად. ხუთი […]

ქუთაისში “გირჩმა” 100-ზე მეტი წვევამდელი ჯარიდან გაათავისუფლა

ქუთაისში “გირჩმა” 100-ზე მეტი წვევამდელი ჯარიდან გაათავისუფლა. როგორც პოლიტიკური ცენტრის “გირჩი” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი განმარტავს, პოლიტიკური ცენტრის მოწმობა ქუთაისში 100-ზე მეტმა მსურველმა მიიღო, თუმცა ბოლო შემთხვევაზე პრობლემა გაჩნდა. მისი თქმით, კანცელარია კონკრეტული პირის დოკუმენტებს არ იტოვებს. – ოპერატორი კანცელარიაში არ იტოვებს საბუთებს. ჩვენს წვევამდელს ეუბნება, რომ  ჯერ კომისარიატში უნდა განიხილონ საქმე და შემდეგ მივიდნენ კანცელარიაში.  კომისარი აშინებს და […]

რკინიგზელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

რკინიგზის დეპარტამენტის სათაო ოფისთან მოშიმშილე რკინიგზელების მიმართ სოლიდარობის აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორები თქმით, აქციის მთავარი მიზანი ადმინისტრატორების გულგრილობისაგან მოშიმშილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაა. რკინიგზის თანამშრომლები უკვე მე-15 დღეა, შიმშილობენ და სამუშაო ადგილის გადატანას აპროტესტებენ. აქციის 2 მონაწილე უკვე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. – არ არის საჭირო დიდი ფილოსოფია იმის მისახვედრად, რომ 15-დღიანი შიმშილობის შემდეგ უკვე ასეთი […]

სირიაში დაღუპული ლევან ტოხოსაშვილი ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი, 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღპა. მისი მეუღლე – 26 წლის ლეილა გაურგაშვილი, ასევე პანკისელი იყო, სოფელ დუისიდან. სოფელ ომალოში ტოხოსაშვილებისა და გაურგაშვილების ოჯახებში, შვილების დაღუპვასთან დაკავშირებით, სამძიმარს იღებენ. ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილისა და მისი ცოლ-შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან შეატყობინეს. […]

რუსთავი 2 – ”ოთარ ფარცხალაძემ საქართველო დატოვა”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ქვეყანა დატოვა. როგორც მთავარი საინფორმაციო გამოშვების ანონსში ითქვა, ფაქტს ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. უცნობია, როდის დატოვა და როდის დაბრუნდება ფარცხალაძე სამშობლოში. ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანის წინააღმდეგ ორ სხვადასხვა საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ნიუპოსტი