მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძემ განუცხადა, მერობის მსურველ კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი 25 აგვისტომდე უნდა გაეკეთებინა. – ოლქში არ შემოსულა მათი განაცხადი. საინიციატივო ჯგუფს შესაძლებლობა ჰქონდა, 25 აგვისტოს ჩათვლით შემოეტანა განაცხადი. პროცედურულად, ჯერ ჯგუფი რეგისტრირდება თავის წარმომადგენელთან ერთად, შემდეგ მხარდამჭერთა სია […]
კატეგორია: პოლიტიკა
“კალაძეს საარჩევნო სიის შედგენაში ხელს უშლიან”
ლევან ხაბეიშვილი: “რამდენიმე გამგებლის დაკავებაა მოსალოდნელი” გასული კვირის ბოლოს ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. ის “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს პოლიტპატიმრის სტატუსით გამოიყვანა ციხიდან. წინა ხელისუფლებამ ის თაღლითობის ბრალდებით დააკავა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ დაკავებას კორუფციასთან ბრძოლასთან საერთო არაფერი აქვს. “ახალ თაობასთან” საუბარში ის დაკავების ნამდვილ მიზეზებზე […]
მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის იბრძოლებს
სააკაშვილი – ”საქართველოს ხელისუფლება პოროშენკოს შეპირდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებას 10 სექტემბრამდე წარმიდგენენ”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მის მიმართ ახალი ბრალდების მომზადების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მისი ექსტრადირებისთვის, უკრაინული კანონმდებლობისთვის საფუძვლის შექმნა სურთ. ამის შესახებ სააკაშვილის საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს. „საქართველოს ხელისუფლება, უკრაინაში „ბარიგებთან“ სრულ კოორდინაციაში მყოფი, ახალ ბრალდებას მიმზადებს – საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება. ისინი პოროშენკოს შეპირდნენ, რომ ბრალდებას 10 სექტემბრამდე წარმიდგენენ. საქმე […]
ზურაბ ალავიძემ მარია ზახაროვას უპასუხა: “რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო”
– რუსეთმა საქართველოსგან დახმარების მოთხოვნა გაერო-ს არხებით მიიღო. დახმარების თხოვნით გაერო-ს მივმართეთ და მათი არხების საშუალებით მოხდა სხვადასხვა სახელმწიფოებისთვის მოთხოვნების გაგზავნა, – განაცხადა დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრმა ეს კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელიც რუსეთის მხრიდან დახმარების სურვილსა და მათ მხრიდან შესაძლო დივერსიას უკავშირდებოდა. – […]
რუსეთი – “საქართველომ ხანძრის ჩაქრობაში დახმარება გვთხოვა, მაგრამ მერე უარი გვითხრა”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოში გაჩენილ ტყის ხანძრებთან რუსეთის შესაძლო კავშირზე გამოთქმული მოსაზრებებს “არაჯანსაღი ფანტაზია” უწოდა და მისი კომენტირებისაგან თავი შეიკავა. – ჩვენ გულწრფელად ვუსურვებთ მეზობელს, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ხოლო მათ არაჯანსაღი ფანტაზიის კომენტირებას, ვინც ბუნებრივ სტიქიას ანტირუსული ინსინუაციებისათვის იყენებს, არ ვაპირებ, – განაცხადა ზახაროვამ. – ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ […]
კვირიკაშვილი – ”ხანძარი ლიკვიდირებულია”
სტიქია ბორჯომის ხეობაში – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არსებული ვითარება შეაფას. პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია. ”საღამოს პირადად შემოვიარე მინისტრებთან ერთად ყველა კრიტიკული ლოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული, შესაძლოა მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ, სწორედ ამიტომ შტაბი გააგრძელებს მომდევნო დღეების განმავლობაში მუშოაბას, […]
ბორჯომის ხეობაში მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორი ჩავიდა
სტიქიის ზონაში მსოფლიო ბანკის გენერალური დირექტორი იმყოფებოდა. მერსი ტემბონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია შეხვედრის დეტალები. ამ წუთებში კი ბორჯომის ხეობაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს პრემიერის ხელმძღვანელობით. მას ასევე ესწრება თავდაცვის მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით დღის ბოლოსთვის, იმედოვნებენ, რომ ვითარება გაუმჯობესდება და ცეცხლის ჩაქრობის საბოლოო ეტაპზე გადავლენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფომრაციით, ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის […]
ელისაშვილმა უდუმაშვილის დახმარება არ მიიღო – ”გმადლობთ, მაგრამ ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ”
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე, რომ პარტია ელისაშვილს ერთ კვირაში 10.000 ხელმოწერის შეგროვებაში დაეხმარება, უარს ამბობს. როგორც“ინტერპრესნიუსს“ ალექსანდრე ელისაშვილმა განუცხადა, მან ხელისუფლებას და ცესკოს უნდა დაუმტკიცოს, „რა ძალა აქვს ხალხს“ და როგორ შეუძლია მას „ხალხთან ერთად ნებისმიერი საარჩევნო ხრიკის წყალში ჩაყრა“. ელისაშვილის თქმით, დღეს 1.000 ხელმოწერა უკვე შეგროვდა. – დიდი მადლობა […]
პოლიციამ რკინიგზის შენობასთან ირაკლი კუპრაძე და გიორგი დიასამიძე დააკავა – რამდენიმე ადამიანი აქციაზე შეუძლოდ გახდა
საქართველოს რკინიგზის შენობის წინ რკინიგზელების შიმშილობის აქცია მე-10 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები რკინიგზელებისთვის სამუშაო პირობების ცვლილებას აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ შენობასთან დაპირისპირება იყო, აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რის საშუალებაც მათ საპატრულო პოლიციამ არ მისცა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილიდან აცნობეს, სულ მცირე დაკავებულია ერთი პირი, რომელიც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელია. რკინიგზელთა ახალი პროკვაშირების პრეზიდენტის, ვიტალი […]










