კატეგორია: პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – ”საქართველოში ფაშიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს” – აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნამდე მივიდნენ

„ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნამდე მივიდნენ, სადაც აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში ვერასდროს გაიმარჯვებს ფაშიზმი და საქართველო ყოველთვის იქნება თავისუფალი, ევროპული ქვეყანა. მარშის დასასრულ შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი, ასევე, გაუშვეს ფოიერვერკი. დღვანდელი მსვლელობისას გარკვეული ინციდენტი მოხდა რკინიგზელთა სახლის მიმდებარედ, როცა „ევროპული საქართველოს“ მსვლელობის მონაწილეებს […]

აღმაშენებელზე დაპირისპირებისას 1 ქალი დაშავდა

აღმაშენებელზე “ევროპული საქართველოსა” და “ქართული მარშის” მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებისას, რომელსაც სამართალდამცველები აშველებდნენ, ქალი დაშავდა. imedinews-ის ინფორმაციით, მას თავის არეში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიყენებული. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციელები. დღეს თბილისში, სახელწოდებით “არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში” აქციის გამართვას აღმაშენებლის გამზირზე “ევროპული საქართველო” გეგმავს. ეს აქცია 20:00 საათზე აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება. პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზევე, 19:00 […]

აღმაშენებელზე აქციის მონაწილეებს ბოთლები და ცოცხები დაუშინეს

აღმაშენებელზე გამართულ აქციაზე, ევროპული საქართველოსა და ქართული მარშის წევრებს შორის დაძაბულობას ჰქონდა ადგილი. ქართული მარშის მხარდამჭერებმა ევროპული საქართველოს წევრებს ბოთლები და ცოცხები ესროლეს. ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები პარტიის ლიდერების მისამართით.

სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდებენ

“ქართული მარშის” ორგანიზატორები სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი რკინიგზის სასახლესთან მივიდნენ. მათ მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდეს. “ქართული მარშის” მხარდამჭერები აღმაშენებლის გამზირს თანდათან ტოვებენ. ცოტა ხნის წინ, „ქართველთა მარშის“ მხარდამჭერებსა და საპატრულო პოლიციას შორის შელაპარაკება მოხდა. მარჯანიშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ, “ქართველთა მარშის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ მარში აღარ გაიმართება. […]

გიგა ბოკერია – ”ფაშისტური იდეოლოგიის მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში”

პოლიტიკური გაერთიანება ”ევროპული საქართველოს” ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში. – დღევანდელი გამოწვევა არის არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში პუტინის ფაშისტები არსებობენ, ასეთები კარგ და დალაგებულ ქვეყნებშიც […]

ნარმანია: თბილისის მერია ქართულ მარშს აქციის ჩატარების სანქციას არ მისცემს

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს დაანონსებულ “ქართულ მარშს” და ევროპული საქართველის აქცია-მსვლელობას გამოეხმაურა. “გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად ორი აქცია იყო დანიშნული, მეორე აქციის ორგანიზატირებს, რომლებმაც გვიან შემოიტანეს წერილი, ვაცნობეთ, რომ ამ დროს და ამ ადგილზე აქცია დანიშნული იყო,” – განაცხადა ნარმანიამ. დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თბილისის მერია აქციის ჩატარების სანქციას არ გასცემს. “ყველას აქვს სიტყვისა […]

იგორ გიორგაძე საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადება

უშიშროების ყოფილი მინისტრი, იგორ გიორგაძე რუსეთში გამამართლებელ განაჩენს ელოდება და საქართველოში დასაბრუნებლად ემზადება. მის სახელს უკავშირდება 1990-იან წლებში საქართველოში მომხდარი პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზება, მათ შორის 1994 წელს, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გია ჭანტურიას მკვლელობა და საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ, 1995 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტი. იგორ გიორგაძე, რომელიც ინტერპოლის ძებნილთა სიაში იყო შეყვანილი, ერთი წელია, […]

ნათელაშვილი საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილმა მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტა ცოტა ხნის წინ კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილასთან, იქ სადაც გუშინ ოკუპანტებმა ახალი ხნული გაავლეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას საგანგაშოდ აფასებს და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს. ნათელაშვილი მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს ხედავს და საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირებისაკენ მოუწოდებს. შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ […]

ანა დოლიძე უმრავლესობას – მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით

მიუხედავად იმისა, უმრავლესობა დაძლევს თუ ვერა ვეტოებს, აუცილებელია მათ ვაჩვენოთ, რომ „მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ  განაცხადა. – მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი დადგება – უმრავლესობა დაძლევს ამ ვეტოებს, ვერ დაძლევეს, აუცილებელია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, მათ შორის, უმრავლესობას, რომ მეგობრებო, თქვენ არ მიდიხართ სწორი მიმართულებით; ვაჩვენოთ […]

“გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო …. მე ვიყო მიშა სააკაშვილი” – ქართული მარში “ევროპული საქართველოს წინააღმდეგ”

23 ივლისს, 20:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე, „ევროპული საქართველოს“ მიერ დაანონსებული აქციის „არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში“, პარალელურად „ქართული მარშის“ ორგანიზატორები კონტრაქციის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ე.წ „ქართული მარშის“ ორგანიზატორები ლადო სადღობელაშვილი და კონსტანტინე მორგოშია ავრცელებენ: „SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!!გადაწყდა!!!! 23 ივლისს 19:00 -ზე მთელი საქართველო, ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! […]