კატეგორია: პოლიტიკა

“ოცნება” მხარდამჭერებს ბიუჯეტიდან აფინანსებს”

„პროკურატურამ უნდა გაარკვიოს, სად წავიდა 2 მილიონი” საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო არაერთი სკანდალი აგორებულა. თუმცა ამის გამო თითქმის არავინ დაუსჯიათ. პოლიტიკური პლატფორმა “ახალი საქართველო” საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით კვლევას ასაჯაროებს და მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართავს. როგორც “ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადა, “ქართული ოცნება” საკუთარ მხარდამჭერებს ბიუჯეტიდან აფინანსებს. ჭალიძის განმარტებით, […]

გია ხუხაშვილი: „თბილისელ ამომრჩეველს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უწევს“

თბილისში მცხოვრებ ამომრჩეველს არჩევანი ისევ და ისევ ცუდსა და უარესს შორის უწევს, რადგან კარგ არჩევანს პოლიტიკური ბაზარი ჯერჯერობით ვერ სთავაზობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს, გია ხუხაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ ლიდერები საერთოდ არ არიან და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა […]

ზაალ უდუმაშვილი: ,,წლების წინ ვფიქრობდი პოლიტიკაში წასვლაზე“ 

 პოლიტიკაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ ,,რეაქციაში“. უდუმაშვილი აცხადებს, რომ მას მერის კანდიდატობაზე შეთავაზება ენმ-ს პოლიტსაბჭოსგან ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება სააკაშვილთან მის ჩასვლას, უდუმაშვილის განმარტებით, ის არის პარტიის დამფუძნებელი, რომლიც მოსაზრებების თავისთავად მნიშვნელოვანი იყო.,,კონსულტაციები დაიწყო თბილისში, მე სანამ კიევში ჩავიდოდი. ეს დაიწყო პოლიტსაბჭოს ლიდერებისგან. იყო შემოთავაზე, რომ […]

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძე დაასახელა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად დღეს წარადგენს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა კახი კალაძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ემხრობოდა. კანდიდატის ოფიციალური დასახელება 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი, მანამდე კი პრემიერმინისტრი განცხადებას გააკეთებს. წარდგენას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა […]

რატომ მივიდა ანზორ ჩუბინიძე „ოცნების“ ოფისთან

ქართული ოცნების ოფისთან სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს და ასევე “ბავშვთა სამყაროს” ხანძრს შედეგად დაზარალებულტა აქცია იმართება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდა. ჩუბინიძის განცხადებით აქციის უსაფრთხოების ზომების შესაფასებლად იყო მოსული. – “ქართული ოცნების” წინ ტარდება აქცია, ირღვევა უსაფრთხოების ნორმები და მოვედი ამ ზომების შესაფასებლად. საფრთხე არ არის, მაგრამ ძალიან ცუდია სამუშაო პირობებისთვის. […]

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში 12 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, სადაც პარტიას თბილისის მერობის კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. კალაძემ 2000 წელს თბილისის ივანე […]

ნუკრი ქანთარიამ რომან გოცირიძეს კუპონები მიუტანა

“ქართული ოცნების” დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიციონერ კოლეგას რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კუპონები მიუტანა. ნუკრი ქანთარიამ კუპონები გოცირიძეს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით მისი კრიტიკის საპასუხოდ წარუდგინა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, მას გოცირიძის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ აოცებს მისი თავდაჯერებულობა. – რომან გოცირიძის დიდი წარმატების და შემოქმედების მწვერვალი ჩვენ ვიცით. ეს „მწვერვალი“ ამასწინათ […]

რუსი ჟურნალისტი: “პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა” 

საოკუპაციო კანონის დამრღვევი რუსი ჟურნალისტი უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება.რადიო სადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი აღნიშნავს, მისთვის საქართველოს საზღვარზე არანაირი კითხვა არ დაუსვამთ. 2009 წელს ვლადიმერ მამონტოვთან ერთად, დეპორტაცია გაუკეთეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს, მაქსიმ შევჩენკოს. მამონტოვის თქმით, ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, რომ არა შევჩენკოსთან განხორციელებული სატელეფონო ზარი. მისი განცხადებით, მაქსიმ შევჩენკო 2 […]

„ფეხბურთის განვითარებისთვის გამოყოფილ 265 მილიონს კალაძე ხარჯავს“

“ახალი საქართველოს” ერთ- ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ვარაუდობს, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი მილიონები არამიზნობრივად იხარჯება და ის ფეხბურთის განვითარებას არ ხმარდება. ამ ეჭვს ხაბეიშვილი ქართული გუნდების – ქუთაისის “ტორპედოს”, საჩხერის “ჩიხურას” და ბათუმის “დინამოს” გუშინდელ მატჩებში განცდილი მარცხის შემდეგ გამოთქვამს. ხაბეიშვილი ეჭვობს, რომ 265 მილიონ ლარს, რომელიც გუნდისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო, ვიცე პრემიერი კახი […]

კახა ოქრიაშვილი: „მაჟორიტარებმა მოვიპოვეთ 826.000 ხმა, კონსტიტუციის განხილვისას მთავარი მხარე ვართ“

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ყველა მაჟორიტარის სახელით კახაბერ ოქრიაშვილის მიერ ვრცელდება. განცხადებაში მაჟორიტარები მიიჩნევენ, რომ ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები. მაჟორიტარები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მათ მიერ გადადგმულ კომპრომისულ ნაბიჯებზე საუბრობენ და მოუწოდებენ პოლიტიკური სპექტრის […]