რატომ მივიდა ანზორ ჩუბინიძე „ოცნების“ ოფისთან

რატომ მივიდა ანზორ ჩუბინიძე „ოცნების“ ოფისთანქართული ოცნების ოფისთან სადაც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს და ასევე “ბავშვთა სამყაროს” ხანძრს შედეგად დაზარალებულტა აქცია იმართება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე იმყოფებოდა. ჩუბინიძის განცხადებით აქციის უსაფრთხოების ზომების შესაფასებლად იყო მოსული.

– “ქართული ოცნების” წინ ტარდება აქცია, ირღვევა უსაფრთხოების ნორმები და მოვედი ამ ზომების შესაფასებლად. საფრთხე არ არის, მაგრამ ძალიან ცუდია სამუშაო პირობებისთვის. რეალურად დიდი საფრთხე არაფერი არ არის, შესაბამისად შევაფასეთ სიტუაცია და ჩვენ ვიშლებით, არც მოწვეული ვყოფილვარ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მოვედი რომ სიტუაცია შემეფასებინა ჩემი თვალით. ჩემი არანაირი მინისტრობის საკითხი არ განიხილება, მათ შორის არც შსს მინისტრობის, – აღნიშნა ჩუბინიძემ.