რუსი ჟურნალისტი: “პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა” 

რუსი ჟურნალისტი: "პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა" საოკუპაციო კანონის დამრღვევი რუსი ჟურნალისტი უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება.რადიო სადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი აღნიშნავს, მისთვის საქართველოს საზღვარზე არანაირი კითხვა არ დაუსვამთ.

2009 წელს ვლადიმერ მამონტოვთან ერთად, დეპორტაცია გაუკეთეს კიდევ ერთ რუს ჟურნალისტს, მაქსიმ შევჩენკოს. მამონტოვის თქმით, ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, რომ არა შევჩენკოსთან განხორციელებული სატელეფონო ზარი. მისი განცხადებით, მაქსიმ შევჩენკო 2 წლის წინ სტუმრობდა საქართველოს და ასევე უპრობლემოდ შემოუშვეს საზღვარზე.

– ალბათ, იმ მომენტში ძალიან მძაფრი იყო იმის შეგრძნება, რომ აი ჩამოვიდა კრემლის 2-3 პროპაგანდისტი, რომლებისგანაც ობიექტურობას არ უნდა ელოდო, რომ ისინი აქ რაღაც ცუდს გააკეთებენ. მოდი, მათ საერთოდ აღარ შემოვუშვებთ, დაახლოებით, ასე იყო ალბათ. მე ამას ნორმალურად ვუყურებ, რადგან არსებობს ხოლმე ქვეყნებს შორის მწვავე საკითხები. საბუთებში ეწერა, რომ კანონის შესაბამისად ხდება დეპორტირება, რაც შეეხება აფხაზეთს, ამის დამტკიცება ჩემთვის შეუძლებელია, რომ იქ ვიყავი, მაქსიმ შევჩენკომ კი პირდაპირ უთხრა, რომ ის იყო აფხაზეთში და რა, რამდენიმე წლის წინ მაქსიმი შემოუშვეს ქვეყანაში და მხოლოდ ამის შემდეგ გავბედე წამოსვლა. მან მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგშია, პირჯვარი გადავიწერე და ჩამოვედი, შემომიშვეს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, – განაცხადა ჟურნალისტმა, ვლადიმერ მამონტოვმა “კურიერთან“ საუბრისას.