კატეგორია: პოლიტიკა

თინა ხიდაშელი: „ქვეყანაში შესაძლოა „მხედრიონი“ დაბრუნდეს“

– თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანა შინაგან ჯარს ან „მხედრიონს“ მიიღებს, – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თინა ხიდაშელი აკრიტიკებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს, სადაც გამოყენებულია ტერმინი „სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები” და ამბობს, რომ უცნობია, რას გულისხმობს ეს ტერმინი და რამდენი შეიარაღებული ძალები შეიძლება ჰყავდეს სახელმწიფოს. – თუ ეს პროექტი […]

იაპონია სქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურებს ამარტივებს

საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუმიო კიშიდასთან. შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების და იაპონიასა და საქართველოს შორის საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარკების დაწყების თაობაზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მიმდინარე წლის, როგორც საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის- […]

“აფგან მუხთარლის გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ” – მუხთარლის მეუღლე ჟურნალისტის გაუჩინარების დეტალებს ჰყვება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე აცხადებს, რომ დაკავებისას მუხთარლი სახლში სამარშრუტო ტაქსით მგზავრობდა, საიდან ჩამოსვლის შემდეგაც ჭონქაძის ქუჩაზე ქართულად მოლაპარაკე ორი ადამიანი დაესხა თავს და გაიტაცეს. ოჯახის ადვოკატი ქუჩის კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვს. – აფგან მუხთარლის ადვოკატისგან შევიტყვეთ, რომ მისი გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ და მხოლოდ მანქანის შეცვლის შემდეგ გადასცეს ის აზერბაიჯანულად მოსაუბრე ადამიანებს. შევისწავლეთ შესაძლო […]

გიორგი ლილუაშვილი: “კახი კალაძეს თბილისის მერობა სურს”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კახი კალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს. როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კალაძე გამორჩეული ლიდერია და ის თავისუფლად გაუძღვება ისეთ საპასუხისმგებლო თემას, რასაც თბილისის მერობა ჰქვია. – ეს არის გუნდში შესათანხმებელი საკითხი. როგორც ვიცი, კახი კალაძეს სურვილი აქვს. მივესალმები და ვთვლი, რომ კახი ჩვენი პოლიტიკური გუნდის გამორჩეული […]

გივი თარგამაძე – „აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში გადაყვანა უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო“

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე განცხადებას აკეთებს. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის გატაცება, სქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის პირადი ინტერესი იყო. – უჩა მამაცაშვილის პარტნიორმა, აზერბაიჯანული მხრიდან, რომელსაც ბოლო დროს აქვს პრობლემები საერთაშორისო სამართალთან და ემუქრება დაკავებული პოზიციებიდან გაწევა აზერბაიჯანში, ჩათვალა, რომ ასეთი საქციელით გაუკეთებდა საჩუქარს საკუთარ ხელმძღვანელობას და სთხოვა […]

ლაშა თორდიასთან ჩხუბის გამო გამო მიხეილ ჩოხელი გადადგა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მაოდგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. მიხეილ ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა. – საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ “ელ ცენტროში” განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ […]

ლეილა მუსტაფაევა: “აფგან მუხთარლის გატაცებაში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან თანამშრომლობდა”

დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი სტრასბურის სასამართლაში სარჩელის შეტანისთვის ემზადება – „აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ”. დაცვის მხარის განცხადებით, ადამიანის საერთაშორისო უფკლებების კონვენციის დარღვევაა ის ფაქტი, რა ფორმითაც ჟურნალისტის დაკავება მოხდა: – ვფიქრობ, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობდა, სხვაგვარად თბილისის ცენტრიდან ადამიანის გატაცება და პასპორტის გარეშე საზღვარზე გადაყვანა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ […]

თეა წულუკიანი: “აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება ქვეყნის პრესტიჟის საქმეა”

– გამოძიება იქნება სირთულეებით აღსავსე, მაგრამ წინ უნდა წავიდეს და მაქსიმალურად სწრაფად,  ეფექტიანად დადგინდეს, რა მოხდა. საქმე  ეხება ქვეყნის პრესტიჟსა და სამართალდამცველების რეპუტაციას, როგორ სწრაფად გამოიძიებენ ამ კომპლექსურ და რთულ საქმეს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. მისივე თქმით, მოსაფიქრებელი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ აზერბაიჯანის თუ სხვა […]

კახი კალაძე გადადგა? – რას აცხადებენ პრესსამსახურში

ენერგეტიკის სამინისტროში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვიცე-პრემიერმა თანამდებობა დატოვა. როგორც “ნიუპოსტს” უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მინისტრი არ გადამდგარა, გავრცელებული ინფორმაცია კი ჭორია. კალაძის მიერ თანამდების დატოვების შესახებ, ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციომ ცოტა ხნის წინ დაწერა.

”ოცნების” მერობის კანდიდატი შეიძლება ღარიბაშვილი იყოს

ვიღაცები თვლიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ყოფილი პრემიერისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის შესაძლოა, მორიგ ტრამპლინად იქცეს, ანუ კულუარებში ძალიან კონსპირაციულად ამბობენ, რომ „ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, გამორიცხული არ არის, რომ ღარიბაშვილი იყოს. რამდენად შესაძლოა, ეს ვერსია რეალობად იქცეს? – როგორც „ნიუპოსტის“ წყარო ამბობს ღარიბაშვილს აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის მცდელობა ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების […]